სესარ ლუის მენოტი, რომლის ხელმძღვანელობითაც არგენტინის ნაკრებმა 1978 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ქვეყნის ეროვნული გუნდის დირექტორად დაინიშნა. იტყობინება არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური საიტი.
80 წლის სპეციალისტი საქმიანობას პირველ თებერვალს შეუდგება. უახლოეს დღეებში ის ამჟამინდელ სამწვრთნელო შტაბს შეხვდება, რომელსაც ლიონელ სკალონი ხელმძღვანელობს.
მენოტი თავისი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ასევე სათავეში ედგა: “ბარსელონას” (1983/1984), “ატლეტიკოს”, “სამპდორიას”, “ბოკა ხუნიორსს”, “რივერ პლეიტსა” და სხვა კლუბებს.
ამას რა უნდა კაცო ? 80 წლისა
80 წლისამ რა უნდა გააკეთოს არვიცი მაგის თავი თუ აქ საერთოდ. არადა ერთი მსოფლიო რჩება ლეოს და მოგება უნდა მაგრად.
80 წლის?? ნეტა ვცდებოდე მაგრამ ახალგაზრდული იდეებისა და ენერგიის უფრო მჯერა მე ვიდრე გადაღრძუებული ბებრების..
კარგად მახსოვს მენოტი,რომ არგენტინას წრვთნიდა.მაგარი წლები იყო.
როგორ დაბერებულა საწყალი, ეს მახსოვს არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატიდან 1978, მარადონა რო არ წაიყვანა ჯერ პატარააო, თამაშის დროს ორ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა.