დღეს, 14 იანვარს “ბარსელონას” ყოფილი მეკარე, ვიქტორ ვალდესი დაიბადა, ის 37 წლის გახდა. ესპანელი მეკარე 1982 წელს ოსპიტალეტში დაიბადა. ვიქტორ ვალდესი კლუბის ისტორიაში საკმაოდ წარმატებული გოლკიპერი გახლავთ.
ვალდესის დებიუტი “ბარსელონაში” 2002/2003 სეზონში შედგა, ამის შემდეგ მან 535-ჯერ მოირგო “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისური, 2014 წელს კი კლუბი საკუთარი სურვილით დატოვა. “ბლაუგრანასთან” ერთად ვალდესმა 21 ტიტული მოიგო, იგი ასევე გახლავთ ერთადერთი ფეხბურთელი, ლეგენდარულ ანტონი რამალეტსთან ერთად, რომელმაც “ზამორას ჯილდო” ყველაზე მეტჯერ (5) მოიგო.
2014 წელს ესპანელი დარაჯი “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუერთდა, თუმცა მან “წითელი ეშმაკების” რიგებში მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა, 2016 წელს კი კლუბი დატოვა და ინგლისურ “მიდლსბროს” შეუერთდა, სადაც კარიერის უკანასკნელი სეზონი ჩაატარა (28 მატჩი).
2018 წლის იანვარში, ვალდესმა საფეხბურთო კარიერის დასრულება დაადასტურა, მან ასევე გააუქმა ყველა სოციალური ქსელი, სადაც მოღვაწეობდა. ლეგენდარული მეკარე ამჟამად ესპანური “მორატალაზის” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელია, გუნდი ესპანეთის დაბალი რანგის ლიგაში ასპარეზობს.
გილოცავ ვიქტორ
იყო რააა, შტეგო ბევრად სჯობია.
გილოცავ ბრიაატ
გილოცავ ვიქტორ
ამას რომ არ აფასებენნერვები მეშლება. ტიპი რამხელა ლეგენდაა გუნდისთვის. ამის ბრძოლისუნარიანობა მისცა ესლა სხვებს.
უნიკალური შედეგების პატრონია მართლაც და ერთერთი მაგარი მეკარე ბარსას ისტორიაში
გილოცავ
ვალდესი მაგარი დონე მეკარე იყო მაგრად ვაფასებ
არ გეთანხმები დეხეა ძაან მაგარია მე ძალიან მომწონს შტეგო ძაან დონეა და ვფიქრობ ბარსას ასეთი მაღალი დონის მეკარე არ ყოლია როგორც შტეგოა რა ვალდესი ათეულშიც არ შევიყვანდი ბარსაში რო იყო ისეთი მეკარეები ყავდათ გუნდებს ვფიქრობ ერთ ერთი სუსტი რგოლი იყო ბარსას მეკარის პოზიცია სხვა გრანდებთან შედარებით
ხანდახან მაგრად გაუბერავდა ხოლმე დდ ბარსას ისტორიაში საუკეთესო მეკარეა უდაოდ, მაგრამ შტეგენი კარიერის დამთავრების შემდეგ ვიქტორზე წინ დადგება.
აუ ეს მეკარე ძალიან მიყვარს რა ძაან ჯიგარი ადამიანია ძალიან გული დამწყდა რომ 2014ში წავიდა კლუბიდან 1 წელიც რომ ყოფილიყო ლიგას მოიგებდა მაგრამ ტრამვებმა გააწამა ტიპი . დღევანდელ დე ხეასაც ნოიერსაც და ობლსკსაც მირჩევნია ვალდესი.
ჩემთვის მაინც N1 ვალდესი <3
გეთანხმები..
იშვიათად შემოვდივარ აქ მაგრამ ახლა ვალდესმა შემომიყვანა. ის გენიალური კიპერია და 5 ზამორა ამის ერთ-ერთი დასტურია. დაუმატებ კიდევ რამდენიმეს ჩემი ტერმინის მის მიმართ გასამაგრებლათ. 1) 5 ზამორა ესპანეთის ლიგაში (საუკეთესო ТОР-ლიგებშორის სხვათაშორის) არის უნიკალური და განიმეორებელი, აბა კიდევ გაიმეოროს ვინმემ ეს ?, ხომ ვიცით ყველამ რომ ეს შეუძლებელია, 2) იგი 4-ჯერ იყო ყველაზე ნაკლები გოლის გამშვები მსოფლიოში სეზონის შედეგათ, აბა ვის ააქვს ტ…რაკი ასეთი მიღწევა გაიმეოროს მაინც?!, 3) ვიქტორმა 12 წლით (?!) საერთოდ მოხსნა ПОСТ №1-ს პრობლემა და ეს ასეთ ТОР-კლუბში როგორიცაა ბარსელონაა, 4) და ეს ყველაფერი შემტევ კლუბში რომელიც არ გამოირჩეოდა საიმედო დაცვით და მთელი აქცენტი ჰქონდა (და ახლაც) გადატანილი შეტევაზე და ამის დასტური ისიცაა რომ ბარცა 10-თ წელზე მეტია რაც თამაშობს ერთი საყრდენით (ბუსკა). იბადება კითხვა… თუ ასეთი კიპერი ყოფილა რატომ არ მოიხსენიებენ გენიოსად და გენიოსების გვერდით?, პასუხი: მან დაუშვა 3 სამარცხვინო შეცდომა (2 რეალთან, ბენზემასთან და დი მარიასთან და ერთი ესპანიოლთან ახალგაზრდობისას, დე ლა პენიასთან) და ამ სამმა მაგრამ თვალშისაცემმა შეცდომამ გაუფუჭა მას იმიჯი მთლიანად, ეს ისეთივეა რაც გოგომ (სადმე სოფელში… ვთქვათ საქართველოში) ერთხელ შეცდეს და ეს სოფელში გაბაზრდეს და მერე მთელი ცხოვრება გოგო ვერ "გამოირეცხავს" იმ შეცდომას (სირცხვილს), ყველაფერს დაივიწყებს და აპატიებს ხალხი გოგოს გარდა იმ ერთი შეცდომისა. მიტოა ვალდესი ყველაზე არასამართლიანად შეფასებული კიპერი.
მეც მასე მეგონა რო პიარი ჰქონდა, მაგრამ რაც დავიწყე მანიუს თამაშების ყურება მივხვდი რო ვცდებოდი. ძაან დონეა დავიდი, უბრალოდ არ ჩანს და ტიტულებსაც ვერ იგებს.
ვულოცავ ვალდესს.ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მეკარეა ბარსას და ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში.
აი ბაზარი არაა დეხეა მაგარი მეკარეა მარა აი რა სეივებიც გააკეთა იგივეს აკეთებს თითო თამაშში სილესენი ნუ შტეგენზე როარაფერი ვთქვათ, შეილება ბარსას გულშემატკივარი ვარ და მაგიტო მირჩევნია მარა რავი ჩემი აზრით პიარი უფრო დიდიაქ დეხეას ვიდრე შედეგები