მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“არსენალი” დენის სუარესის იჯარით შეძენასთან ძალიან ახლოსაა

“არსენალი” დენის სუარესის იჯარით შეძენასთან ძალიან ახლოსაა

კატალონიის “ბარსელონას” ესპანელი ნახევარმცველი, დენის სუარესი დიდი ალბათობით სეზონის მეორე ნახევარს ლონდონის “არსენალში” გაატარებს. 

25 წლის ფეხბურთელი “მეთოფეებს” იჯარის წესით შეუერთდება. 

სუარესს “ლურჯ-ბროწეულისფრებთან” კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, იჯარის პუნქტში კი გამოსასყიდი თანხაც იქნება აღნიშნული. 

ცნობისთვის, დენის სუარესი და “არსენალის” თავკაცი, უნაი ემერი უკვე მუშაობდნენ ერთად “სევილიაში”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • gaucho_10
    schedule 11 იან 2019, 16:52

    ეხლა იჯარით გაუშვებენ, მერე არსენალი არ გამოისყიდის და ისევ დააბრუნებენ. მერე კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და წა ვა მუნირისავით უფასოდ. პირდაპირ უნდა გაყიდონ

  • barca`barca
    schedule 11 იან 2019, 16:36

    ბოლოსკენ გამოცოცხლდა ესეც..გუშინ რამაგრა ათრია საჯარიმოში სასტავი .დ