ლა ლიგის მე-18 ტურში “ალფონსო პერესზე” “ხეტაფესთან” გამართული მატჩი “ბარსელონას” 2:1 გუნდის ლიდერებმა, ლიონელ მესიმ და ლუის სუარესმა მოაგებინეს.
ახლა მესის ანგარიშზე ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 16 გოლია, სუარესისაზე კი – 12. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა და ურუგვაელმა პრიმერა დივიზიონის ამ სეზონში სულ 28 ბურთი გაიტანეს – მეტი, ვიდრე კატალონიური გუნდის ყველაზე პრინციპულმა მეტოქემ, მადრიდის “რეალმა” (26).
ცნობისთვის, ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა დავის სიას სწორედ მესი და სუარესი ლიდერობენ. მე-3 ადგილზე 11 გოლით “ჟირონას” თავდამსხმელი კრისტიან სტუანი იმყოფება.
მსოფლიოს N1 საუკეთესო დუეტი!
მსაჯების აკოცონ ხვერებზე რო დღეს ლიგაზე თამაშობენ ეგ ხვერები