გთავაზობთ “ბარსელონას” 8 ნომრის ინტერვიუს გაგრძელებას.ანდრეს ინიესტამ, ვრცელი ინტერვიუ მისცა “El Mundo Deportivo”–ს, ბლოგში “მეტი, ვიდრე კლუბი”, სადაც საუბარი იყო “უემბლის” ფინალზე, ერიკ აბიდალსა და პეპ გვარდიოლაზე. მას რამდენიმე კითხვა დაუსვეს მამობასა და მის მომავალ გოგონაზე.
როგორ ფიქრობთ, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგება, რათა გუნდი მიიჩნიონ ისტორიაში საუკეთესოდ?
როგორც ჩანს, ტიტულებია, ამა, თუ იმ ეპოქის აღმნიშვნელი სიმბოლოები. ის, რომ გუნდი 1 სეზონში მოიგებს ლიგას, ქვეყნის თასსა და ჩემპიონთა ლიგას, რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზე, რომ თავისი საქმე პროფესიონალურ დონეზე შეასრულეს.
თქვენ მეორეადგილოსან გუნდს 5 ქულიანი ჰანდიკაპით უსწრებთ და მხოლოდ 10 მატჩია დარჩენილი ლა ლიგის დასრულებამდე, როგორ ფიქრობთ, აწევთ თასს?
ახლა ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ იგივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ თამაში, როგორითაც აქამდე ვთამაშობდით. თითოეული მატჩი ოქროზე ძვირფასია.
გეგმავთ გამაჯვებას “სანტიაგო ბერნაბეუზე”?
რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ტიტულის გზაზე. როგორც მინიმუმ, ჩვენ შევეცდებით 5 ქულიანი ჰანდიკაპი შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ მოგებათა სერია მადრიდის შემდეგაც.
ლა ლიგა რომ ვერ მოიგოთ, აპატიებთ საკუთარ თავებს?
ასეთ მდგომარეობაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. მაგრამ თუ საქმე გართულდება, მაშინ ეს მთლიანი გუნდის დანაშაული იქნება და არა, რომელიმე ფეხბურთელის. თითოეული ფეხბურთელი გუნდის ნაწილია, ასე რომ, მოგებაშიც და წაგებაშიც ერთნაირად მიგვიძღვის წვლილი.
მისცემთ ხალხს რაიმე დაპირებას, თუ მოიგებთ ტრიპლეტს?
ტრიპლეტამდე ძალიან შორი გზაა. მე ახლა მხოლოდ მომდევნო მატჩებზე ვფიქრობ და არა სეზონის ბოლოზე.
თქვენ გსურდათ გვარდიოლას კონტრაქტის გახანგრძლივება. ეს ოცნება აგიხდათ…
ეს ჩემი და არამარტო ჩემი სურვილების ნაწილი იყო. ვიმედოვნებ პეპი გუნდში დარჩება იმდენ ხანს, რამდენსაც შეძლებს.
როდესაც გვარდიოლამ ტრავმა მიიღო, როგორ მოიქცა გუნდი?
ჩვენ ვამხნევებდით მას და ვცდილობდით მიგვეცა საუკეთესო ჩვენი მხრიდან, რადგან ხოსეფი იგივეს აკეთებს ჩვენ მიმართაც.
გვარდიოლა სულ ვერ იქნება…
ჩვენ ამის შესახებ არ ვფიქრობთ. ჩვენი გონება მთლიანად ტიტულების მოგებაზეა მომართული და ვფიქრობთ მხოლოდ კარგ მომენტებზე.
რა გასწავლათ გვარდიოლამ?
მან შემმატა საკუთარი თავის რწმენა და მასწავლა, როგორ დავმკვიდრებულიყავი გუნდში. ამას ასე უბრალოდ სიტყვებით ვერ გეტყვით. მასთან ერთად ჩვენ უამრავ ცოდნასა და გამოცდილებას ვიღებთ ყოველ დღე.
რა მოგცათ პეპმა, როგორც ფეხბურთელს?
ყველაფერი, რისი მოცემაც შეეძლო. მან მაგრძნობინა, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელი ფეხბურთელი ვიყავი “ბარსაში”. ამას ყველა გრძნობს, ვინც კი მასთან ურთიერთობს ვარჯიშებისას.
რა გრძნობა გეუფლებათ, როდესაც 26 წლის ფეხბურთელი გადახედავთ წარსულს და დაინახავთ, რომ თქვენ მოიგეთ: 2010 წლის მუნდიალი, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი, 4–ჯერ ლა ლიგა, ერთხელ ესპანეთის თასი და 2–ჯერაც ჩემპიონთა ლიგა?
ეს უდიდესი, ენით აუწერელი ბედნიერებაა. მე ხომ ამას ვერასდროს წარმოვდიგენდი, უბრალოდ შეუძლებელი იყო. მე ძალიან მემაყება, რომ ჩემი თავდაუზოგავი შრომა დაფასდა ტიტულებით.
სად არის თქვენი “ადგილი” ?
ყოველთვის ვიძახდი და ვიტყვი, რომ სანამ შემწევს ფეხბურთის თამაშის ძალა, ყოველთვის გავაუმჯობესებ მის ხარისხს. ფეხბურთელის კარიერა განვითარებადია და ის ყოველ წელს უამრავ გამოცდილებას იძენს. ჩემი “ადგილი” აქაა !
ფიქრობთ, რომ აღარ არის სწავლის და განვითარების დრო?
არა. ჩემი ტაქტიკური და ტექნიკური შესაძლებლობები იდეალურისგან ძალიან შორსაა. ყოველდღე თავდაუზოგავად ვშრომობ მათ გასაუმჯობესებლად.
ტრავმებისა და კუნთის ტკივილების არქონის გამო, აძლევთ თუ არა საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ შეტევა წამოიწყოთ თქვენივე დრიბლინგით?
როდესაც კარგად გრძნობ თავს, ყველაფერი მხნედ და კარგად გეჩვენება, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობაც. ვიღაც ყოველთვის ძალიან ბედნიერია. ამ სეზონში მატჩების უმრავლესობა ვითამაშე და ეს არის ერთ–ერთი კარგად ჩაბარებული გამოცდა.
არის რაიმე საიდუმლო ამ მოგებებში?
არა საიდუმლო არ არსებობს. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ საქმეს პროფესიონალურ დონეზე და მეტი არაფერი. მე ვცდილობ გუნდისთვის ბოლომდე დავიხარჯო და ეს მუდამ ასე იქნება, სანამ შემეძლება.
ის ფაქტი, რომ თქვენ ახლა უფრო მეტ გოლს იტანთ, ვიდრე ადრე, გმატებთ თუ არა თვითრწმენას?
რა თქმა უნდა. მსურს კიდევ მეტი და მეტი გავიტანო. ახლა ჩემს ანგარიშზე 8 გოლია ლა ლიგას. ეს ჩემი პირადი რეკორდია და მსურს კიდევ გავზარდო ეს რიცხვი.
როდესაც თქვენ გადაიტანეთ ორწლიანი კრიზისი, ადვილად გამოხვედით ფსიქოლოგიური წნეხიდან?
ძალიან ადვილადაც არა. თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა, მაგრამ, როდესაც ჩემი თავი ვიპოვე ამ ძალიან რთულ პერიოდში, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა, კარგად შევიცანი საკუთარი თავი და მსოფლიო. ბოლო წლებში ძალინ დიდი გამოცდილება დავაგროვე და ეს დამეხმარა გავმხდარიყავი ის, რაც ვარ დღეს.
თქვენი ცხოვრება კიდევ უფრო გახალისდება აპრილის ბოლოს, როდესაც მამა გახდებით.
ეს ძალიან მაგარი ამბავია. მე ყველანაირად ვეცდები ვიყო მოსიყვარულე და მზრუნველი მამა. მე მადლობელი ვარ ყველაფრისა, რაც გამაჩნია.
რა იდეები გაქვტ? სთხოვთ დახმარებას თქვენს “ძმას”, ვიქტორ ვალდესს?
როდესაც ვალერიას (მომავალი ქალიშვილის სახელი) საკუთარ ხელში დავიჭერ, მაშინ მივხვდები, რომ ყველაფერი ამიხდა, მანამდე კი ეს უბრალოდ ოცნებაა. რა თქმა უნდა, მე დახმარებას კიდევ ბევრს ვთხოვ.
გსურთ დაესწროთ მშობიარობას?
დიახ. მე სპეციალურ კურსზე დავდივარ, სადაც სპეციალურად ამისთვის მამზადებენ.
თუკი ეს ყველაფერი მოხდება მატჩის მსვლელობისას, წახვალთ მაშინვე სახლში?
ვნახოთ როგორი სიტუაცია იქნება. მაგრამ ვიტყვი იმასაც, რომ ჩემს შვილზე წინ ვერავის და ვერაფერს დავაყენებ საჭიროების შემთხვევაში.
გსურს, რომ ვალერიას დაბადება მიუცოლო ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებით?
ეს ჩემი მხრიდან ძალიან ხმამაღალი განცხადება იქნება, მაგრამ მზად ვარ გადავლახო ყველანაირი სირთულე.
P.S. ესეც მეორე ნაწილი : )

