workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტო და არტური დაბრუნდნენ, ბუსკეტსი მზად არ არის

რობერტო და არტური დაბრუნდნენ, ბუსკეტსი მზად არ არის

“ხეტაფესთან” მატჩისთვის “ბარსელონას” შემადგენლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია. 

სერხიო ბუსკეტსი, რომლის განაცხადში მოხვედრაც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მადრიდში კი გაემგზავრა, მაგრამ სასტარტო თერთმეტეულში ვერ მოხვდა. მისი ადგილი არტურმა დაიკავა. ბრაზილიელი ნახევარდაცვაში არტურო ვიდალთან და ივან რაკიტიჩთან ერთად ითამაშებს. 

უკანა ხაზზე, სიახლე სერჟი რობერტოს დაბრუნებაა, რომელსაც ტრავმა ჰქონდა. მან შემადგენლობაში ნელსონ სემედუ ჩაანაცვლა. 

რაც შეეხებათ შემტევებს, მადრიდელთა კარში გოლების გატანაზე მესი-სუარესი-დემბელეს ტრიო იზრუნებს, ფილიპე კოუტინიო კი ამჯერადაც სათადარიგოთა სკამზეა, ისევე როგორც ცენტრალური მცველი ხეისონ მურილიო, რომელსაც, დიდი ალბათობით, დღეს “ბარსას” მაისურით დებიუტი ექნება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward