
“სევილიას” ბრაზილიელი ფორვარდი ლუიშ ფაბიანო, ფიქრობს, რომ მისი დრო “სევილიაში” დასრულდა და იგი კლუბის გამოცვლას აპირებს: “ამ ზაფხულს მე ვაპირებ კლუბის გამოცვლას. კლუბსაც სურს ჩემი გაყიდვა,” განაცხადა ფაბიანომ. კითხვაზე თუ სად სურს გადასვლა მას, ლუიშმა განაცხადა: “მე არ მაქვს დიდი არჩევანი, მაგრამ თუ მექნება, “ბარსელონას” ავირჩევ,” დაასრულა ფაბიანომ. ეს უბრალოდ ფაბიანოს სურვილია, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა ვილიას და ტორესს ამჯობინებს.
წყარო:sport.es
