ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კოპა დელ რეის განმეორებითი და ლა ლიგის მე-20 ტურის შეხვედრების განრიგი გამოაქვეყნა. შესაბამისად, ცნობილი გახდა, როდის ჩაატარებს “ბარსელონა” ამ ორ მატჩს.
ესპანეთის თასზე “ბარსელონა”-“ლევანტეს” მატჩი თბილისის დროთ 18 იანვარს, 00:30 საათზე დაიწყება, “ლეგანესთან” შეხვედრა კი 20 იანვარს, 23:45 საათზე.
იქამდე, “ბარსა” სამ თამაშს გამართავს. 6 იანვარს, გუნდი “ხეტაფეს” ესტუმრება, 10-ში თასზე “ლევანტეს”, 13 იანვარს კი “ეიბარს” უმასპინძლებს.




მაქსიმუმ 2 მოვიგოთ. კლასიკოსაც წავაგებთ სავარაუდოდ 5 თამაშში ვერ მოასწრებენ ახალ ტაქტიკასთან შეგუებას და ოპტიმალური შემადგენლობის დაყენებას
აი ამ ხუთ თამაშში გამოჩნდრმება რა შეიცვალა გუნდში. ძაან რთული კალენდარია, ეარმატებები !!!
გაიხარე ძმა მეც გილოცავთ ყველას❤❤❤
გილოოოცავთ ყველას ბედნიერ წელს გისურვებთ
