workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მუნირი კვლავ უარს ამბობს

მუნირი კვლავ უარს ამბობს

“ბარსელონას” თავდამსხმელს, მუნირ ელ ჰადადის, როგორც ჩანს, 2019 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის წესებით კატალონიური კლუბის დატოვება გადაწყვეტილი აქვს.

Catalunya Radio-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დღეებში “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ 23 წლის შემტევს კიდევ ერთხელ შესთავაზა კონტრაქტის გახანგრძლივება, თუმცა ისევ უარი მიიღო.

Mundo Deportivo-ს ცნობით, მუნირის შეძენის სურვილს “რომა”, “ნაპოლი”, “სელტა”, “ბეტისი”, “მარსელი”, “შალკე”, “ვესტ ჰემი” და “ალავესი” გამოთქვამენ. ამ უკანაკნელში მან გასული სეზონი იჯარით ჩაატარა.

მუნირის ანაგრიშზე მიმდინარე სეზონში 11 მატჩი, 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • levin13
    schedule 31 დეკ 2018, 23:28
    #2

    გააგდეტ ბიჭო გააგდეთ,საერთოდ რატომ ელაპარაკებით ვააა ,ასეთ ფეხბურთელებს ნებისმიერ დროს დავითრევთ იაფად

  • romani23
    schedule 31 დეკ 2018, 22:56
    #1

    გაათრიეთ ფეხებით წინ ეს უმადურო კრიჟანი.