ალბათ უკვე ყველასათვის კარგად ნაცნობია ის ფაქტი, რომ კატალონიის “ბარსელონას” ფრანგ მცველს, ერიკ “მეფე” აბიდალს ღვიძლზე სიმსივნე აღმოაჩნდა, რის გამოც მას ხუთშაბათს ოპერაცია გაუკეთდა. ჯერჯერობით უცნობია იგი მოედანს როდის დაუბრუნდება, მაგრამ რაც მთავარია, მას მთელი სპორტული სამყარო გვერდით უდგას. ზოგი მის მხარში ამოდგომას თავისი განცხადებებით ცდილობს, ზოგიც კი მოედნიდან ამხნევებს. მრავალი ცნობილი ადამიანი აბის სწორედ სოციალური ქსელების საშალებით დაუდგა გვერდით და მალე გამოჯანმრთელება უსურვა. მათ შორის იყვნენ ისეთი ფეხბურთელებიც, როგორიცაა კრიშტიანო რონალდო, ცესკ ფაბრეგასი და დიეგო ფორლანი.
მოკლედ, ყველამ ცადა, რომ აბიდალისთვის ტკივილი შეემსუბუქებინა და მორალური მხარდაჭერა აღეთქვა. ქვემოთ მოცემული ვიდეოს ავტორიც სწორედ ამას ცდილობს. დიდი მადლობა მას ასეთი ლამაზი ვიდეოსთვის.
ჩვენ კი უბრალოდ მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ აბის!
Animo Abidal !!!
[media=http://www.youtube.com/watch?v=_X6ksOBh_lo]