მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინტერვიუ ლიონელ მესისთან

ინტერვიუ ლიონელ მესისთან

“ბარსელონას” ლიდერმა და კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, Marca-სთან ინტერვიუში ჟურნალისტების მიერ დასმულ არაერთ საინტერესო შეკითხვას უპასუხა. 

– კიდევ ერთი წელი და მეხუთე ოქროს ბუცი. ამდენის მოგებით ხომ არ დაიღალე?

– ეს ნამდვილად კარგი პრიზია და ბედნიერი ვარ, რომ კიდევ მოვიგე. მსგავსი ტიტულები მთელი გუნდის საკუთრებაა, თუნდაც ეს ზამორა იყოს, რომელსაც მეკარე იგებს. 

– ხუთი ოქროს ბუცი და ხუთი ოქროს ბურთი… აკლია თუ არა ამას ხუთი ჩემპიონთა თასი?

– მშვენიერი იქნებოდა. სეზონის დასაწყისშიც ვთქვით, რომ ჩემპიონთა ლიგა “ბარსელონას” პრიორიტეტია და ვეცდებით, ამ სეზონში ის მოვიგოთ. 

– შენი ცხოვრების ახლანდელ პერიოდში, ფეხბურთი ისევ ყველაზე პრიორიტეტულია თუ მისი ადგილი ოჯახმა დაიკავა?

– ჩემი პრიორიტეტი ოჯახია მას შემდეგ, რაც შვილები შემეძინა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მართალია, ფეხბურთით ვცხოვრობ და ჩემი საქმე ძალიან მიყვარს, მაგრამ ოჯახი ყველაფერზე მაღლა დგას. 

– სამი შვილი საკმარისია თუ კიდევ გაქვთ გეგმები?

– ჩირო სიარულს მხოლოდ ახლა იწყებს. მე და ანტონელას გვინდა, გოგოც გვყავდეს, თუმცა ჯერ ადრეა.

– ბავშვები “კამპ ნოუზე” ხშირად არიან, რა შეკითხვები აქვთ მას ყველაზე ხშირად?

– ფეხბურთი ორივეს უყვარს. ტიაგოს უკეთესად ესმის, რადგან უფროსია და თამაშებთან დაკავშირებით ყველაფერს განიხილავს. ის ძალიან ჩართულია. ყველაზე მეტად, “ბარსას”, ლა ლიგას და ჩემპიონთა ლიგას ადევნებს თვალს, შეკითხვებს სვამს და ამბობს, როცა რაღაც არ მოწონს. კრიტიკაც არაერთხელ მიმიღია. 

– მართალია, რომ როცა “ბარსელონა” აგებს, სახლში ამაზე არ საუბრობთ?

– ადრე ასე იყო, მაგრამ ახლა არა. ტიაგო მაძალებს, რომ ავუხსნა, რატომ ვერ მოვიგეთ. ცუდი თამაშის გარჩევა კომფორტული არაა, თუმცა ახლა ამას ვაკეთებ. 

– როგორ აღნიშნავთ შობას?

– როცა ამის შანსია, შობის აღნიშვნისთვის არგენტინაში მივდივართ და ყოველთვის კარგ დროს ვატარებთ. იქ ერთმანეთისგან განსხვავებული დღეები და კარგი ამინდია. ბავშვებთან ერთად სანტა კლაუსთანაც ვერთობით. 

– მსოფლიო ჩემპიონატზე, შენი თანაგუნდელი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. როგორ ფიქრობ, იყო თუ არა ეს სამართლიანი?

– ეს გამიკვირდა. მარკს კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ გადაწყვეტილებას სხვები იღებენ. 

– რა უფრო მოგეწონებოდა: ლეროი სანეს მსგავსი თანაგუნდელი რომ გყავდეს თუ პეპ გვარდიოლასთან მუშაობდე?

– კარგი თანაგუნდელები მნიშვნელოვანია, მაგრამ გვარდიოლას ავირჩევდი. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. 

– დე ლიგტზე და დე იონგზე ძალიან ბევრს საუბრობენ. რას ფიქრობ, მოერგებიან თუ არა ისინი “ბარსელონას” სტილს?

– მათ თამაში ჩვენი აკადემიის მსგავს სკოლაში ისწავლეს. უყვართ ბურთის ფლობა და ფეხბურთს ჩვენსავით აღიქვამენ. ორივე მოთამაშე ძალიან მაღალი დონისაა. 

– გაქვს თუ არა ოცნება, რომელიც, შეუძლებელია რომ ახდეს?

– ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო, ბოლომდე იბრძოლო. სწორი მიდგომით და შრომით დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევ. 

– როგორ აუმჯობესებ თერთმეტმეტრიანებს?

– ვარჯიშით და ვიდეოების ყურებით. ყველაფერს ვაანალიზებთ და ყურადღების გარეშე არაფერი რჩება. 

– პენალტებს და საჯარიმო დარტყმებს შორის დიდი განსხვავებაა?

– კი. როცა ჯარიმას ასრულებ, ბარიერი და დისტანცია გაქვს, სხვანაირად ურტყამ. ამ დროს ზეწოლა არ არის და აუცილებლად გატანა არ გევალება. პენალტის დროს კი მეკარე თავს უფრო კომფორტულად გრძნობს და მდგომარეობა განსხვავებულია. 

– შარშან ხშირად ვუსვამდით ხაზს იმას, რომ “ბარსელონა” დაცვაში კარგად თამაშობდა. რისი ბრალია ის, რომ წელს გუნდმა ამდენი გოლი გაუშვა?

– ახლა ისევ 4-3-3 ტაქტიკით ვთამაშობთ. შარშან 4 ფეხბურთელის ორი წყება გვქონდა და შესაბამისად, სივრცეები არ რჩებოდა. ტაქტიკის შეცვლის შემდეგ მივიღეთ ის, რომ ბურთს უფრო ადვილად ვაკონტროლებთ, სამაგიეროდ კი მეტოქეს ჩვენს ნახევარზე მეტი შანსი უჩნდება. თუმცა, მგონი, ბოლო თამაშებში ეს გამოვასწორეთ. 

– რას ფიქრობ ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებზე?

– კლუბი მათ ეხმარება. ფეხბურთელებს ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშის შანსი ეძლევათ და ეს კარგია. მათ ხშირად ვხედავ და ვხვდები, რომ კარგი მოთამაშეები არიან. 

– შენი აზრით, დადგება თუ არა დღე, როცა “ბარსელონას” მაისურით მოედანზე ისევ 11 აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი იქნება?

– ეს რთული იქნება. რა თქმა უნდა, გამორიცხული არაა, რომ მომავალში ეს მოხდეს, თუმცა იქამდე ჯერ დიდი დროა. 

– სერხიო ბუსკეტსმა თქვა, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს მწვერვალების მიღწევა ძალიან ადრე სურთ, ჩქარობენ და მსგავსი უაზრობებისგან თავი უნდა შეიკავონ. ეთანხმები?

– ჩვენ სხვა ეპოქიდან მოვდივართ. ახლა, ფეხბურთელები, რომლებიც ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობენ, ფიქრობენ, რომ ძირითად შემადგენლობამდე ძალიან დიდი გზაა გასავლელი. ამ დროს კი, ისინი იღებენ შემოთავაზებას სხვა კლუბიდან და ეს წინადადება ყოველთვის მაცდურია. აქ საქმე ფულს არ ეხება, უბრალოდ, ძირითად გუნდში თამაშის პერსპექტივა ნებისმიერი მოთამაშისთვის მიმზიდველია. 

– ჭირდება თუ არა გუნდს გაძლიერება ზამთარში, იმის გამო, რომ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელებს შემცვლელები არ ჰყავთ?

– ეს მწვრთნელმა და კლუბის სხვა წარმომადგენლებმა უნდა გადაწყვიტონ. ჩემი აზრით, კარგი გუნდი გვყავს, ამასთან ერთად, გვყავს რეზერვისტები, რომლებიც შემადგენლობას უპრობლემოდ ერგებიან და ეს დიდი პრობლემა არ უნდა იყოს. 

– ანდრეს ინიესტა გენატრება?

– მოედანზეც და მოედანს მიღმაც. მის გარეშე ცოტა უცნაური სიტუაციაა. ერთად ძალიან დიდი დრო გავატარეთ და ბევრი რამ გადავიტანეთ. 

– ჩემპიონატში ისეთი კონკურენციაა, როგორიც არასდროს ყოფილა…

– ნებისმიერი გუნდის დამარცხება რთული გახდა, შესაბამისად, ლა ლიგის მოგებაც. ესპანეთის ჩემპიონატში აქამდე განსხვავებული სიტუაცია იყო, მაგრამ ახლა ბევრად წინ ვდგავართ ისეთ ლიგებთან შედარებით, სადაც ჩემპიონობისთვის 2 ან 3 გუნდი იბრძვის, დანარჩენები კი, ფაქტიურად, სხვა დივიზიონში თამაშობენ. კონკურენცია გაზრდილია და ეს ძალიან კარგია, როგორც ჩვენთვის, ასევე ფანებისთვის. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (8)

  • Messi, Iniesta
    schedule 29 დეკ 2018, 20:19

    ლეოოო ჩემი კუმირი ხარ❤

  • philipe coutinho
    schedule 28 დეკ 2018, 00:40

    ციტატა: Catalan

    ციტატა: Messiah

    ციტატა: philipe coutinho
    ტიაგო ძაან გიჟი ბავშვია :დ უყვარს ფეხბურთი და როგორც ლეომ აღნიშნა ესმის კიდეც თურმე იმედია გავა 12-13 წელი და მესი ჯუნიორი მოირგებს 10 ნომერს ისევ :დ 5 წლის ბავშვს იმდენად რომ ესმის ფეხბურთი რომ აკროტიკებს რაღაც კომპონენტებს ეს უკვე გენიოსობაზე მეტყველებს <3

    3 მესი მინდა მოედანზე :))


    smiley სამივე მამის კვალს რო გაყვეს და სამივემ მსგავსი დონე დადოს იქნება ფეხბურთის სრული გადატრიალება laughing ერთ გუნდში თუ იყვნენ ვაპშე. smile


    ნუ ლეომ ამავე ინტერვიუში თქვა ტიაგოც მარცხენა ფეხით ეხება ბურთს და ისე რომ უფრო ტექნიკურად ამის გაკეთება წარმოუდგენელიაო და სხვების რაგითხრათ არვიცი 😀

  • Onl Y Human
    schedule 27 დეკ 2018, 23:13

    რა სასიამოვნო ინტერვიუ იყო😍🔝👑👑…

  • Catalan
    schedule 27 დეკ 2018, 21:06

    ციტატა: Messiah

    ციტატა: philipe coutinho
    ტიაგო ძაან გიჟი ბავშვია :დ უყვარს ფეხბურთი და როგორც ლეომ აღნიშნა ესმის კიდეც თურმე იმედია გავა 12-13 წელი და მესი ჯუნიორი მოირგებს 10 ნომერს ისევ :დ 5 წლის ბავშვს იმდენად რომ ესმის ფეხბურთი რომ აკროტიკებს რაღაც კომპონენტებს ეს უკვე გენიოსობაზე მეტყველებს <3

    3 მესი მინდა მოედანზე :))


    smiley სამივე მამის კვალს რო გაყვეს და სამივემ მსგავსი დონე დადოს იქნება ფეხბურთის სრული გადატრიალება laughing ერთ გუნდში თუ იყვნენ ვაპშე. smile

  • philipe coutinho
    schedule 27 დეკ 2018, 18:31

    ციტატა: Messiah

    ციტატა: philipe coutinho
    ტიაგო ძაან გიჟი ბავშვია :დ უყვარს ფეხბურთი და როგორც ლეომ აღნიშნა ესმის კიდეც თურმე იმედია გავა 12-13 წელი და მესი ჯუნიორი მოირგებს 10 ნომერს ისევ :დ 5 წლის ბავშვს იმდენად რომ ესმის ფეხბურთი რომ აკროტიკებს რაღაც კომპონენტებს ეს უკვე გენიოსობაზე მეტყველებს <3

    3 მესი მინდა მოედანზე :))


    სამივეს ფეხბურთელობა ზღაპარია 😀 მაგრამ აი ტიაგოს იმედი კი მაქვს

  • 《DiNiTo CuLe 》… …
    schedule 27 დეკ 2018, 18:07

    როგორ მაინტერესებს რა შენიშვნებს აძლევს ტიაგო, ლეოს:D

  • philipe coutinho
    schedule 27 დეკ 2018, 16:24

    ტიაგო ძაან გიჟი ბავშვია :დ უყვარს ფეხბურთი და როგორც ლეომ აღნიშნა ესმის კიდეც თურმე იმედია გავა 12-13 წელი და მესი ჯუნიორი მოირგებს 10 ნომერს ისევ :დ 5 წლის ბავშვს იმდენად რომ ესმის ფეხბურთი რომ აკროტიკებს რაღაც კომპონენტებს ეს უკვე გენიოსობაზე მეტყველებს <3

  • I love barca
    schedule 27 დეკ 2018, 16:12

    ისე ინიესტა მეც ძალუან მენატრება. მართალი თქვა რომ ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანიაო სრულიად ვეთანხმები