2018 წელი ნელ-ნელა იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა, ავტორიტეტულმა სტატისტიკურმა პორტალმა WhoScored-მა კი ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების პირველი ნაწილის გუნდი შეადგინა.
სიმბოლურ გუნდში, რასაკვირველია, “ბარსელონა” დომინირებს, რომლიდანაც ლუის სუარესი, ლიონელ მესი, უსმან დემბელე, ჟორდი ალბა და ჟერარ პიკე მოხვდნენ. საუკეთესო თერთმეტეულში ვხედავთ სევილიური “ბეტისის” ცენტრალურ მცველს, მარკ ბარტრას, რომელიც კატალონიური კლუბის სკოლის აღზრდილია. აღსანიშნავია, რომ WhoScored-ის გუნდში “რეალის” ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა, რაც მადრიდელთა არასახარბიელო თამაშისა და ცუდი შედეგების ფონზე გასაკვირი არცაა.
ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი ნაწილის გუნდი ასე გამოიყურება: ფერნანდო პაჩეკო (ალავესი); ხიმო ნავარო (ალავესი), მარკ ბარტრა (ბეტისი), ჟერარ პიკე (ბარსელონა), ჟორდი ალბა (ბარსელონა); ევერ ბანეგა (სევილია), როდრიგო ერნანდესი (ატლეტიკო); ლიონელ მესი (ბარსელონა), იაგო ასპასი (სელტა), ლუის სუარესი (ბარსელონა), უსმან დემბელე (ბარსელონა).
შტეგენი სად არის ?
პიკე რომ აქ არის იმას ნიშნავს რომ ამ დებილებს არ უნდა დაუჯერო.
პიკე ?