“ხეტაფეს” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე მიგელ გონსალეს “მიჩელმა”, აღფრთოვანება ვერ დამალა “ბარსელონას” სტილზე. მან ინტერვიუ მისცა “El Pais”–ს “ბლაუგრანასთან” მატჩის წინ. კითხვაზე, რას გრძნობს “ბარსას” თამაშისა, უპასუხა: “მათი თამაშის შემყურეს, მგონია, რომ ერთ-ერთი “კულეთაგანი” ვარ. ისინი სუფთა ესპანურ ფეხბურთს თამაშობენ, იმ სტილს, რომელიც მაყურებელს მოსწონს. ეს კლუბი არის ძალიან გუნდური და ასევე ინდივიდუალურიც. კარგი თამაში მხოლოდ პასის მიცემა არაა, არამედ ჭკვიანური კომბინაციების გააზრება. მათ ბურთის ფლობის სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ისინი დაუნდობელნი არიან და ანადგურებენ სულიერად დაცემულ მეტოქეს. 2 წლის წინ ვამბობდი, რომ გვარდიოლა გაიბრწყინებდა, ისევე, როგორც არიგო საკიმ გაიბრწყინა და შედეგიც სახეზეა”.
მიჩელმა ხოტბა შეასხა გვარდიოლას: “გვარდიოლას ყველაზე დიდი პლიუსი ისაა, რომ დიდ ყურადღებას აქცევს კანტერანოებს. იგი არ ცდილობს შეიძინოს ვარსკვლავი, არამედ თვითონ ქმნის ვარკსვლავს. ამის მაგალითებია: ბუსკეტსი, პედრო, პიკე და მათ მისცა შანსი ჩართულიყვნენ გუნდის იერარქიაში”. თქვა “ხეტაფეს” მწვრთნელმა.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა “ხეტაფე” კატალონიელების დამარცხებას, მან უპასუხა: “არიან გუნდები, რომლებიც დიდ ხიფათს უქმნიან “ბლაუგრანას”, მაგრამ როგორც წესი, ეს გუნდი ამ პრობლემას მარტივად ჭრის. მესი საოცარი ფეხბურთელია. შეიძლება პეპმა მას რამდენიმე ტაქტიკური დავალება მისცეს, მაგრამ მწვრთნელი მას ვერ დაავალებს თავბრუ დაახვიოს ოთხ ფეხბურთელს. სწორედ ასეთი ფეხბურთელების თამაშია მნიშვნელოვანი და რაც მთავარია სანახაობრივი” – დაასრულა ხოსე მიგენ გონსალეს “მიშელმა”.