workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლილი” ნიკოლა პეპეს ფასს ასახელებს

“ლილი” ნიკოლა პეპეს ფასს ასახელებს

ფრანგულმა “ლილმა” გუნდის წამყვანი ფეხბურთელის, კატალონიის “ბარსელონას” ერთ-ერთი სამიზნის, ნიკოლა პეპეს ფასი დაასახელა.

ნიკოლა პეპე მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება და გასაკვირი არაა, რომ ის, სხვადასხვა ევროპულ გრანდთან ერთად, “ბარსელონას” ყურადღებასაც იქცევს. 23 წლის ფრანგმა შემტევმა 20 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პეპე დარჩეს. ჩვენმა პრეზიდენტმა ნათლად მიანიშნა, რომ მისი შენარჩუნება მინიმუმ სეზონის ბოლომდე უნდა. თუმცა, თუ კარგ შემოთავაზებას მივიღებთ… 80 მილიონი ევრო საკმარისი იქნება.” – ციტირებს “ლილის” სპორტული დირექტორის, ლუის კამპოსას სიტყვებს Telefoot.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • B A R C A M A N
    schedule 25 დეკ 2018, 15:37
    #1

    80 არა 280 კიდე ნახეს ადვილი მახე