“ბარსელონას” მარცხენა მცველმა, ჟორდი ალბამ, რომელმაც “სელტას” კარში გატანილ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“კარგი პირველი ტაიმი გვქონდა. მეორე ნახევარში ტემპი დავარდა და იმდენი მომენტი აღარ შეგვიქმნია, თუმცა შედეგით კმაყოფილები ვართ. სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩენა მნიშვნელოვანი იყო.
რაც მეტ ასისტს შევასრულებ – მით უკეთესი. გოლების დროს სუარესმა, დემბელემ და მესიმ შესანიშნავად ითამაშეს.
სეზონის დასაწყისში ბევრი გოლი გავუშვით, მაგრამ შემდეგ მდგომარეობა გამოვასწორეთ და სხვაობა შეიცვალა”.




გილოცავთ ამ მოგებას!

ისე მაინტერესებს, დემბელეს გოლში ლეოს ასისტი არ ჩაეთვალა? რახან მეკარემ მოიგერია?
ამის შემცვლელზე იფიქრეთ, თორემ ძალიან გაუჭირდება გუნდს, როდესაც ტრავმას მიიღებს.