workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ესპანეთის ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის. თითოეულ თამაშს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. გათამაშებას “ბარსელონა” ლიდერობს, 75 ქულით და მხოლოდ ხუთ ქულიან უპირატესობას ფლობს უახლოეს მდევარ მადრიდის “რეალთან”.

დღეს კატალონიელები “ხეტაფეს” მასპინძლობენ. გვარდიოლას არ ყავს პედრო, მაქსველი და პუიოლი, რომელთაც დიდი სურვილი ჰქონდათ, გამარჯვება მიეძღვნათ აბიდალისთვის, რომელსაც ხუთშაბათს ოპერაცია გაუკეთეს.

არცთუ ხშირია ისეთი მატჩები, რომელშიც გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ იღებს მონაწილეობას. თუმცა დღეს სწორედ ასეთი საღამო გველის. “კამპ ნოუზე” მოთამაშე “ბარსელონას” თერთმეტივე ფეხბურთელი აპირებს, გამარჯვება მიუძღვნას გუნდის ერთ–ერთ ყველაზე საყვარელ წევრს, ერიკ აბიდალს, რომელსაც ექიმებმა ოთხშაბათს ღვიძლის სიმსივნე აღმოუჩინეს, ხოლო ხუთშაბათს ოპერაცია ჩაუტარეს. დღეს ფეხბურთელები და გულშემატკივრები მხოლოდ ერიკზე იფიქრებენ.

ოთხშაბათს ერიკი “სიუტატ ესპორტივას” ბაზას ესტუმრა და თავისი პოზიტივითა და შემართებით გუნდს დამატებითი მოტივაცია გაუჩინა. “ბარსას” აბიდალისთვის უნდა გამარჯვება. ამ გზით ფეხბურთელებს სურთ, მადლობა გადაუხადონ ერიკს ყველაფერ იმისთვის, რაც მას კლუბისთვის გაუკეთებია და ასევე იმ სიმამაცისთვის, რომელსაც ის ამ მძიმე წუთებში იჩენს.

გამარჯვება მარტივი არ იქნება. აბიდალი არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც დაცვის ხაზში არ იქნება. დღეს ვერ ითამაშებენ ვერც პუიოლი და ვერც მაქსველი. მათ ნაცვლად გუნდს “ბარსა ბ”–ს ფეხბურთელები – მონტოია და ფონტასი დაეხმარებიან. ეს უკანასკნელი გუდის ძირითად შემადგენლობაში იქნება სეზონის ბოლომდე. ორივე ფეხბურთელი საიმედო შემცვლელია.

 დღეს არ ითამაშებს პედროც, რომელსაც მიმდინარე სეზონში არცერთი მატჩი არ ჩაუგდია. სამაგიეროდ გვარდიოლას არ მოუწევს ნერვიულობა ლეო მესიზე, რომელმაც მართალია პარასკევამდე ვერ შეძლო გუნდთან ერთად ვარჯიში, მაგრამ დღეს ისეთი ჯანმრთელია, როგორც არასდროს. ლეოს კარგად გამოსდის  “ხეტაფეს” წინააღმდეგ თამაში. აღსანიშნავია, რომ მან ბოლო ოთხი შეხვედრიდან ყველაში შეძლო გოლის გატანა.

ჰორიზონტზე გამოჩნდა სეზონის დასკვნითი ნაწილი. “ხეტაფე” პირველი გუნდია დარჩენილი ათიდან, რომელსაც “ბარსელონა” უნდა დაუპირისპირდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ წინ 30 ქულაა. თითოეულ ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. დღეს კატალონიელებს შანსი აქვთ, მოპოვონ 3 მნიშვნელოვანი ქულა ისეთ გუნდთან თამაშით, რომელსაც არ ეყოლება ბოატენგი (დისკვალიფიცირებული), უსტარი, მარიო, მანე, კოლუნგა, რაფა და გავალიანი (ტრავმირებული).

აბიდალი კარგი ინფორმაციის მიღებას იმსახურებს და იმედია, რომ შაბათ საღამოს ის ამ ინფორმაციას მიიღებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში