მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკეს მიერ ახალი კლუბის შეძენა 3 იანვარს გაოფიციალურდება

პიკეს მიერ ახალი კლუბის შეძენა 3 იანვარს გაოფიციალურდება

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” მცველის, ჟერარ პიკეს მიერ საფეხბურთო კლუბ “ანდორას” შეძენა 3 იანვარს გაოფიციალურდება. 

პიკეს კომპანია, Kosmos-ი კლუბის უდიდესი წილის მფლობელი გახდება, რაც 29 დეკემბერს საბჭოსთან დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა დადასტურდეს. 

“ანდორა” იმავე სახელის მქონე ქალაქსა და ქვეყანაში დაფუძნებული გუნდია, თუმცა 1948 წლის შემდეგ ესპანეთის საფეხბურთო სისტემის წევრია. ამჟამად,  გუნდი რანგით მე-5 დივიზიონში გამოდის. 

ახალი მფლობელის მოსვლის შემდეგ, გუნდს სათავეში გაბრი გარსია და ალბერტ ჟორკერა ჩაუდგებიან. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • WinGs
    schedule 21 დეკ 2018, 11:50

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: azulgerana
    ქვეყანა ანდორაში შეიძინა? აბა ამას წინათ ესპანეთში ყიდულობს რაღაც გუნდსო?


    მერე ანდორა ესპანეთში შედის როგორც კატალონია და ბასკეთი


    ანდორა არ შედის ესპანეთში, უბრალოდ ეს გუნდია ესპანეთის ჩემპიონატში. მონაკო რომ ლიგა 1-ში თამაშობს იგივე სიტუაციაა

  • Diko
    schedule 21 დეკ 2018, 00:39

    Ra gaizvera xar pikito 😁😁😁
    Warmatebebi 🤗🤗🤗

  • B A R C A M A N
    schedule 21 დეკ 2018, 00:12

    წარმატებები მის კლუბს, ლიგის თასი დაადებინოს ერთი 20 წელიწადში smile