ოქროს ბუცით დაჯილდოების ცერემონიაზე ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” მომდევნო მეტოქის, “ლიონის” შესახებ ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, “ლიონი” არაა ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელიც შეიძლებოდა, შეგვხვედროდა, თუმცა იოლი დაპირისპირება არ გველის.
ეს გუნდი “მანჩესტერ სიტის” თანაბრად ეთამაშა და ადვილად არც ჩვენ დაგვნებდება.
თებერვლამდე დიდი დროა. ორ თვეში ბევრი რამ მოხდება და არ ვიცი, როგორ ფორმაში იქნებიან ისინი ან ჩვენ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, დაძაბული მატჩები გამოვა”. – განაცხადა მესიმ.




ლაპარაკშიც რომ საუკეთესოა :დ ორ სიტყვას იტყვის და ყველაფერი ნათქვამია :დ <3