კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, გამოთქვა თავისი აზრი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის კენჭისყრაზე, სადაც გაირკვა, რომ მისი გუნდის მოწინააღმდეგე დონეცკის “შახტარი” იქნება.
“ჩვენი შეხვედრის შემდეგ არც ისე დიდი ხანია გასული. “შახტარის” თამაშის სტილი პრაქტიკულად არ შეცვლილა, ისევე როგორც “ბარსასი”. უკრაინელებმა მოახერხეს და უეფას თასი მოიგეს, მაშინ როცა ჩვენ ჩემპიონთა ლიგის თასი ავღმართეთ. სწორედ ამიტომ მოგვიწია დავჯახებოდით ერთმანეთს ევროპის სუპერთასისთვის. იმ მატჩში ვიმარჯვეთ, თუმცა გაჭირვებით. ამ სეზონში “შახტარმა” მხოლოდ ერთხელ წააგო; ეს მოხდა ინგლისში “არსენალის” წინააღმდეგ. ჯგუფურ ეტაპზე მოასპარეზე 32 კლუბში დონეცკელები პირველზე გავიდნენ. ეს მათი ოთხი ბრაზილიერი ლეგიონერის უდიდესი დამსახურებაა. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, იგი ჰგავს ბებერ ბრძენ კატას, რომელმაც ყველაფერი იცის თითოეულ ფეხბურთელზე და საერთოდ ნებისმიერ გუნდზე. ამის მიუხედავად მე მწამს “ბარსელონასი” და მჯერა, რომ 1/2 ფინალში გავალთ.” –ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს “უეფას” ოფიციალური საიტი.


