მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დემბელეს ტელეფონის გამორთვა აუკრძალეს

დემბელეს ტელეფონის გამორთვა აუკრძალეს

როცა ტრავმები კეთილად არიან განწყობილნი, უსმან დემბელეს სრულფასოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ხელს საკუთარი თავი უშლის. 

ფრანგი შემტევი მოედანზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მინდორს მიღმა მის ცხოვრებაში დიდი უწესრიგობაა და ეს, რა თქმა უნდა, თამაშზეც მოახდენს გავლენას. 

ვარჯიშებზე უმიზეზოდ დაგვიანება და გაცდენა დემბელეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რასაც ისიც ემატება, რომ ფეხბურთელი კლუბის წარმომადგენლების ზარებს არ პასუხობს. ამის მოსაგვარებლად “ბარსელონაში” საინტერესო მეთოდი მოძებნეს, ყოველ შემთხვევაში, ასეა მადრიდული Marca-ს ცნობით: უსმანს მობილურის გამორთვა და ღამით მის უხმო რეჟიმზე დაყენება აეკრძალა. 

ასე რომ, ვიდეოთამაშებით, Netflix-ით და გართობით დაღლილ დემბელეს დილით პირდაპირ “ბარსას” სამწვრთნელო შტაბის მაღვიძარა ან ვალვერდეს ზარი შეახსენებს, რომ სახლში, ინდივიდუალურ რეჟიმში, მარჯვენა თუ მარცხენა ხელის ვარჯიში საკმარისი არ არის, ამის ნაცვლად გუნდის სავარჯიშო მოედანზე უნდა წავიდეს და ვაი იმას, ვინც ძილს მაინც შუადღემდე გააგრძელებს. 

რამდენიმე ათასიან ჯარიმასთან ერთად ეს მეთოდიც თუ არ გაჭრის, უდისციპლინობა ფეხბურთელთან ერთად იმ კლუბსაც დააზარალებს, რომელმაც მასში 150 მილიონი გადაიხადა. ამასთან ერთად კი, დიდი შანსი იქნება, რომ უსმანმა მსოფლიოს საუკეთესო (გემოვნების მიხედვით) გუნდში თამაში, ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო გოლების გატანა და ტიტულების მოგება რეალურ სპორტში კი არა, FIFA-ში ან PES-ში გააგრძელოს, გააჩნია რომლის გეიმფლეის და გრაფიკას ანიჭებს ის უპირატესობას. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • ღამურა
    schedule 15 დეკ 2018, 07:29

    pess miawves😁😁

  • katalomia
    schedule 15 დეკ 2018, 02:59

    Messis and s videorgolebi mainc naxos am chemisam rogor atenebda davahamebda moedanze yopnit, tavis varjishis dawyebamde didi gundis varjishs uyurebda, mere tavisas varjishobda, shemdeg umcrosebisa uyurebda tan kenwlavda burts, dzili da kompis tamashi kiara sadzineblis dadgma ro daenebebiat shua mindirze iq daidzinebda kidec, tips ver agdebden moednis parglebs garet. Suyvela video komentari moednis setkebs shorisaaq s cuawerili

  • SHOTAMESSI10
    schedule 15 დეკ 2018, 02:43

    ძიძა აუყვანონ

  • Catalan
    schedule 15 დეკ 2018, 00:58

    ციტატა: ferreira10

    რომ სახლში, ინდივიდუალურ რეჟიმში, მარჯვენა თუ მარცხენა ხელის ვარჯიში საკმარისი არ არის


    joy smile


    laughing laughing smile ორჯერ წავიკითხე ტექსტი რო აზრი სწორად გამომეტანა

  • Dembuzzz11
    schedule 15 დეკ 2018, 00:33

    იმენა დემბელეს გარდა ამ გაზეთებს საქმე არ აქვს დაანებეთ ბავშვს თავი ეგრე უარესია გული არ აიცრუოს სულ

  • Magician
    schedule 15 დეკ 2018, 00:32

    ტიპი "ბარსელონაში" თამაშობს და ტელეფონს თიშავს ღამე :დდ სავარჯიშო მოედანზე დავიდებდი ლოგინს, "ბარსელონაში" რომ ვთამაშობდე :დდდ

    ციტატა: M10 S9 D11
    აი მაგას დედამიწა რო დაინგრეს კაციშვილი ვერ აუკრძალავს დემბოს არავის ტაკოს საქმე არაა ეგ და ეს გაზეთებიც ძაან ცუდად ჩორტაობენ


    რას ვერ აუკრძალავენ?