მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლევანტეს” მწვრთნელი: “ბარსელონასი” არ გვეშინია

“ლევანტეს” მწვრთნელი: “ბარსელონასი” არ გვეშინია

“ლევანტეს” მთავარი მწვრთნელი, პაკო ლოპესი, “ბარსელონასთან” მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრობს. 

“შემთხვევები, როცა რომელიმე გუნდი “ბარსელონას” საკუთარი თამაშით გაკვირვებას ახერხებს, თითზე ჩამოსათვლელია. კატალონიელების წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს, ისევე როგორც მადრიდის “რეალთან”. 

თუმცა, ამ გუნდის არ გვეშინია. თუ საკუთარ იდენტობას გამოვავლენთ და წინასწარ დასახულ გეგმას განვახორციელებთ, მოგების უკეთესი შანსი გვექნება”. – აცხადებს ის. 

ლა ლიგის კლუბების მწვრთნელებიდან, ასე საუბრის უფლება ლოპესზე მეტად ნამდვილად არავის აქვს. სწორედ “ლევანტე” იყო ის ერთადერთი გუნდი, რომელთანაც “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში დამარცხდა. 

ასე რომ, კატალონიელებს ვალენსიელებთან ანგარიში აქვთ გასასწორებელი. “ლევანტესთან” სტუმრად მოგება წელს ძალიან პრინციპულია და ეს ერნესტო ვალვერდეს გუნდისთვის დამატებითი მოტივაცია უნდა გამოდგეს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • cule
    schedule 15 დეკ 2018, 20:42

    რა წაუგებელი სერია გაგვიფუჭეს ამ გოთვერნებმა. პასუხი უნდა ვაგებინოთ აუცილებლად.

  • nika 54
    schedule 15 დეკ 2018, 16:03

    ლევანტესთან მარტო ხვალინდელი თამაში ხო არ არის, იანვარში კიდევ ორჯერ უნდა ვითამაშოთ და დავიჯერო ყველა თამაშის მოგება უნდა ამ კაცს.

  • Bero10
    schedule 15 დეკ 2018, 13:14

    Tavidan yvela egre idzaxis da tamashis mere imalebian

  • Messi, Iniesta
    schedule 15 დეკ 2018, 00:49

    ამასაც ვნახავთ ვინ მოიგებს პუსკუ! laughing smile wink

  • Magician
    schedule 15 დეკ 2018, 00:30

    ძალიან კარგი, თუ არ გეშინიათ :3

  • 9101111109
    schedule 15 დეკ 2018, 00:04

    ამ ბარსელონასი ვის ეშინია ნეტა smile