“ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ჟერარ პიკე, უახლოეს დროში, ესპანურ კლუბ “ანდორას” შეიძენს, იტყობინება Diari Andorra.
“ლურჯ-ბროწეულისფერთა” უკანახაზელის მიზანია გუნდის შექმნა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის მაღალ დივიზიონებში იასპარეზებს.
ადრე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიკე, შესაძლოა, სხვა ესპანური კლუბის, “რეუს დეპორტიუსის” მფლობელი გახდეს.
“ანდორა” 1942 წელს დაარსდა და ამ მომენტისთვის, ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე დივიზიონში გამოდის.
forum კომენტარები (21)