workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“შახტარი” კატალონიელებისთვის სასურველი მეტოქე არ ყოფილა

“შახტარი” კატალონიელებისთვის სასურველი მეტოქე არ ყოფილა

 

მოგეხსენებათ დღეს, ნიონში გაიმართა “ჩემპიონთა ლიგის” კენჭისყრა, სადაც “ბარსას” მომდევნო მეტოქის ვინაობა გაირკვა. ეს გუნდი დონენცკის “შახტარია”. “ბარსელონას” ტელევიზიას ამის თაობაზე კლუბის სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა ესაუბრა. სუბისარეტასთან ერთად გადაცემა “ელ მარკადორში” მიწვეული იყო ვიცე პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ, ფეხბურთის დირექტორი რაულ სანლი და “უეფასთან” ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ამადორ ბერნაბეუ…

 

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დონეცკის “შახტარმა” მოახერხა და აქამდე “შეტოპა”, მაგრამ ამისდა მიხუედავად, სუბისარეტა არ ფიქრობს, რომ მის გუნდს მარტივი დაპირისპირება ელის: “ეს არის ძლიერი, ტაქტიკური და ძალზედ სწრაფი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი.”

 

თუ “ბარსა” ამ ეტაპის გადალახვას შეძლებს, შესაძლოა კატალონიური კლუბი “რეალ მადრიდს” დაუპირისპირდეს, მაგრამ სუბისარეტა წინასწარ არაფერს ამბობს: “ჩვენ წინ ძალიან რთული მეოთხედ–ფინალი გვაქვს და ამის შემდეგ ვნახოთ რა მოხდება.”

 

ამ დაპირისპირებაზე კომენტარი ასევე “ბარსელონას” ვიცე პრეზიდენტმა სპორტის საკითხებში, ხოსეპ მარია ბართომეუმაც გააკეთა. მისი განცხადებით გუნდისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ “ბარსა” მეორე შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავდა. ბოლოს კი დაამატა, რომ “შახტარი” “ბარსასთვის” სასურვეული გუნდი არ ყოფილა.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში