მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მირანდას და ალენიას ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ექნებათ

მირანდას და ალენიას ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ექნებათ

ახლახანს, “ტოტენჰემთან” მატჩისთვის “ბარსელონას” ძირითადი შემადგენლობა გახდა ცნობილი. გუნდში მნიშვნელოვანი სიახლეებია: ჩემპიონთა ლიგაზე ორი ფეხბურთელის, ხუან მირანდას და კარლეს ალენიას დებიუტი შედგება. 

მარცხენა მცველ მირანდასთან ერთად უკანა ხაზზე მეკარე იასპერ სილესენი, ნელსონ სემედუ, ტომას ვერმალენი და კლემან ლანგლე იქნებიან; მოედნის ცენტრის გაკონტროლებას ალენია, ივან რაკიტიჩი და არტური ეცდებიან. როგორც იცით, ბრაზილიელი ნახევარმცველი გუნდს ტრავმის შემდეგ უბრუნდება. 

რაც შეეხება შეტევას, აქ ლიდერები ისვენებენ. ლეო მესი სკამზეა, ლუის სუარესი კი, მწვრთნელის მიერ განაცხადში შეყვანის მიუხედავად, საბოლოო შემადგენლობაში ვერ მოხვდა. ცენტრფორვარდის პოზიციაზე მუნირი ითამაშებს, ფლანგებზე კი – უსმან დემბელე და ფილიპე კოუტინიო. 

ერნესტო ვალვერდეს მოედანზე გუნდის გაძლიერება შემდეგი ფეხბურთელებით შეეძლება: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ვიდალი, დენისი, მესი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • Gnidius
    schedule 12 დეკ 2018, 01:01

    ეს კოუტინიო მოაშორეთ აზრზე არ არის მასტი ხეტაფეში გონია თავის თავი

  • mesi_10
    schedule 11 დეკ 2018, 23:45

    ვალვერდეს ოჯახში შევარდება ტიტველა ბალოტელი ეს თამაში თუ წავაგეთ….

  • Levani-barca
    schedule 11 დეკ 2018, 23:36

    მინიმუმ არ უნდა წააგონ. ეგ იქნება გულშემატკივრების უპატივცემულობა და შეურაწყოფა