workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთის ნაკრებში ფეხბურთელები გამოიძახეს

ესპანეთის ნაკრებში ფეხბურთელები გამოიძახეს

”ბარსელონასა” და ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელების ნაწილი ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს.

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ იმ ფეხბურთელების გვარები გამოაცხადა, ვინც ნაკრების შემადგენლობაში იქნა გამოძახებული. მათ შორის მოხვდნენ  ვალდესი, პიკე, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა და ვილია. ესპანეთის ნაკრები თამაშს 25 მარტს, ჩეხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ”კარმენესის” სტადიონზე. ხოლო 29 მარტს ესპანელები ლიტვის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

21 წლამდე ნაკრებში ლუის მილიამ ბოიანი, ფონტასი, მინიო, ტიაგო და მონტოია გამოიძახა. ახალგაზრდა ესპანელები ბელარუსიის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს 28 მარტს გამართავენ. 24 მარტს დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართება, დამატებით გამოძახებულები არიან პლანასი და მარკ ბარტრა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში