workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” “შახტარი” ერგო

“ბარსელონას” “შახტარი” ერგო

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა “ჩემპიონთა ლიგის” 1/4 ფინალის კენჭისყრა. სადაც გაირკვა წყვილები, კატალონიის “ბარსელონა” დონეცკი “შახტარს” დაუპირისპირდება. 

 

“რეალი ” – “ტოტენჰემი”

“ჩელსი” – “მანჩესტერი”

“ბარსელონა” – “შახტარი”

“ინტერი” – “შალკე”

პირველი გუნდი, რომელიც წერია იგი პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე გამართავს. შესაბამისად პირველი მატჩი “ბარსელონა” – “შახტარისა” გაიმართება “კამპ ნოუზე”.

ეს რაც შეეხებოდა 1/4 ფინალებს, რაც შეეხება 1/2 ფინალს.

მეოთხე წყვილში გამარჯვებული დაუპირისპირდება მეორე წყვილში გამარჯვებულს და პირველ მატჩსაც საკუთარ მოედანზე გამართავს. 

“ინტერი” – “შალკე”  ––– “ჩელსი” – “მანჩესტერი”

ეს რაც შეეხება პირველ წყვილს, ხოლო მეორე წყვილი 1/2 ფინალში ასე დალაგდება.

“რეალი” – “ტოტენჰემი” ––– “ბარსელონა” – “შახტარი” 

 

თუკი “ბარსელონამ” დაძლია 1/4 ფინალური ბარიერი, 1/2 ფინალში პირველ მატჩს გასვლაზე გამართავს.

ხოლო რაც შეეხება ფინალს, ფინალში ფორმალური მასპინძლის სტატუსი მქონე გუნდი იქნება “რეალი”, “ტოტენჰემი”, “ბარსელონა”, “შახტარი” ამ ოთხეულში საუკეთესო გუნდი. 

 

1/4 ფინალური მატჩები გაიმართება 5–6 აპრილს ხოლო განმეორებითი მატჩები ერთ კვირაში 12–13 აპირლს. 1/2 ფინალური მატჩები 26–27 აპურლს, ხოლო განმეორებითი 3–4 მაისს. ხოლო რაც შეეხება ფინალს, ფინალი “უემბლიზე” 28 მაისს შედგება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში