ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8 ფინალური შეხვედრის შემდეგ, სადაც ერთმანეთს ესპანური “რეალი” და ფრანგული “ლიონი” უპირისპირდებოდნენ (3:0) ფეხბურთელებმა სათამაშო ფორმები გაიხადეს და თითოეულ მათგანს ეცვა მაისური, სადაც ეწერა Animo Abidal (გამხნევდი აბიდალ). საქმე იმაში გახლავთ, რომ “ბარსელონას” მცველმა ერიკ აბიდალმა დღეს ოპერაცია გაიკეთა (ყველაფერმა კარგად ჩაიარა) და ფეხბურთელებმაც ეს ყველაფერი მის გასამხნევებლად გააკეთეს.
“არის რაღაც, რაც ფეხბურთზე მნიშვნელოვანია და წინ დგას. ეს რაღაც არის ადამიანობა და კაცობა. მართალია აბიდალი თამაშობს გუნდში, რომელიც ჩვენი მთავარი კონკურენტია, თუმცა უბრალოდ უგულო უნდა იყო ამის გამო მისი კარგად ყოფნა რომ არ გსურდეს. მე მართლა შემტკივა გული და ღმერთს ვთხოვ ერიკი ჯანმრთელად ამყოფოს. დარწმუნებული ვარ ფრანგის წინააღმდეგ თამაში კიდევ არაერთხელ მომიწევს.” –განაცხადა “რეალის” ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ.


