პსვ-სა და “ბარსელონას” შორის დღეს გასამართი მატჩის წინ, კატალონიური კლუბის პრესკონფერენციაზე, ერნესტო ვალვერდესთან ერთად, ჟურნალისტების წინაშე არტურო ვიდალი წარსდგა.
“ახლა ბევრად ბედნიერი ვარ. მეტი სათამაშო დრო მაქვს. მოედანზე უფრო მეტ დროს ვატარებ, თავდაჯერებული ვარ, რაც მაბედნიერებს. იმედი მაქვს, თამაშს განვაგრძობ.
ჩემი გაბრაზება და ემოციურობა დახურული თემაა. ახლა ყველაფერი კარგადაა.
ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვიბრუნდა (ფილიპე კოუტინიო და ივან რაკიტიჩი). ჩვენი მიზანი მოგება და ჯგუფური ეტაპის პირველ ადგილზე დასრულებაა.
ტრავმები? მაღალი ინტენსივობის მატჩებში ვიღებთ მონაწილეობას. ვინც მოედანზე გადის, ბოლომდე იხარჯება. იმედი მაქვს, ფეხბურთელები მალე დაგვიბრუნდებიან.
ბევრი გოლის გაშვება? ეს სირცხვილია. ეს სამწუხარო რამაა, როგორიც სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთში შეიძლება ხდებოდეს.
გუნდში ჩემი მოსვლის დღიდან ვამბობ, რომ მინდა მნიშვნელოვანი წევრი ვიყო. “ბარსელონაში” შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ ჩემს ადგილს ნელ-ნელა ვიკავებ.
ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და იმედი მაქვს, ამას “ბარსელონასთან” ერთად გავაკეთებ.
პირველ ადგილზე გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო თავდაჯერებული ხარ. ვიცით, რომ თუ ამ თამაშს მოვიგებთ, ჯგუფს მოვიგებთ.
რჩევა დემბელეს? ზოგჯერ, ზედმეტად ბევრს საუბრობენ იმაზე, რაც მოედანს მიღმა ხდება. ის ახალგაზრდაა, მას სიყვარული და რჩება ჭირდება. ის ბევრი რამით გვეხმარება. თავდაჯერებული დემბელე უფრო გამოსადეგი იქნება.
მესი? ის ყოველთვის სახიფათოა. როდესაც მას ბურთი აქვს, შეუძლია გააკეთოს, რაც მოუნდება. ის საუკეთესოა.
იმედი მაქვს, კარგი თამაში იქნება. ვიცით, რომ პსვ კარგი გუნდია, რომელიც შიდა ჩემპიონატში წარმატებით თამაშობს. რთული მატჩი გველის.
ამჟამად კარგი დრო მიდგას, მიმდინარე სეზონში საუკეთესო. თუმცა, იმედი მაქვს, კიდევ უფრო მოვუმატებ. ბედნიერი ვარ. ზედიზედ რამდენიმე თამაში ვითამაშე და ჩემი თავდაჯერებულობა მაქსიმუმზეა.
გამიმართლა, რომ გულშემატკივრების გულებში ადგილი სწრაფად დავიკავე.”
უივედან რომ გადმოსულიყო ვიდალი ახლა ძირითადი მხეცი იქნებოდა ძალიან მომწონს მისი ბრძოლისუნარიანობა ყოველთვის ვიძახი ფეხბურთი ის სპორტია სადაც ბოლომდე თავგანწირვით თამაშია საჭირო და სწორედ ესაქვს ვიდალს მებრძოლი სული სუარესი გოლები კიარა იმისგამო მიყვარს რომ ფიზიკური ორთაბრძოლების მეფეა და ეს დასაფასებელია როცა ფეხბურთელი უიმედოდაც იბრძვის ის ტოპ კლასია და ასეთი გლადიატორები გვჭირდება…..
როცა ვიდალი გყავს გუნდში და რაკიტიჩს ათამაშებ :/
ამიტო ბრაზდება ეს ჩილელი მხეცი, არ უყვარს ლათინოსებს უსამართლობა
აუცილებელია გუნდში ერთი ამსტილისიგორკი და იმედია ტურანივით არდაემართება და არჩაიჯვავს
ყოველთვის მინდიდა ვიდალის,ჰამშიკისა და ნაინგოლანის გადმოსვლა :))))) მიყვარს ამისნაირი დაუნდობელი იგროკები ,მუდმივად იბრძვიან ყველაფრის ფასად😃😃😃
დღეს უნდა შეაგდო ვიდალ