ლეო მესის “ხეტაფესთან” ძალიან კარგი მოგონებები აკავშირებს. არგენტინელმა ფეხბურთელმა ბოლო 4 შეხვედრაში გოლი გაიტანა და თანაც ეს ოთხივე გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო “ბარსელონასთვის”.
7-11-2010 – “ხეტაფე” 1:3 “ბარსელონა”. ამ მატჩში ლეომ “ხეტაფეს” მოგებას ჩაუყარა საფუძველი, მან პირველი გოლი გაიტანა, ამის შემდეგ “ბარსელონამ” კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო, ბოლო გოლი კი პედრო როდრიგესმა გაიტანა.
6-02-2010 – “ბარსელონა” 2:1 “ხეტაფე”. ამ მატჩში “ბარსელონა” თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ შემდეგ მაინც გაუშვა გოლი მატჩის მიწურულს, მაგრამ სულ რამდენიმე წუთში ჩავი – ალვეში – მესის კომბინაციამ გაამართლა და ლეომ ცარიელ კარში გამარჯვების ბურთი გადაგზავნა.
12-09-2009 – “ხეტაფე” 0–2 “ბარსელონა”.ამ მატჩში ლეომ მეორე გოლი გაიტანა, გოლი რომელმაც მატჩში გამარჯვებულის ვინაობის საკითხი გადაწყვიტა.
12-04-2009 – “ხეტაფე” 0–1 “ბარსელონა”. ლეომ კატალონიელ ფეხბურთელებს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. მან გადმაწყვეტი გოლის გატანა შეძლო.
ბოლოს კი ის გოლი, რომელიც “ბარსელონას” გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდებათ. გოლი “სამეფო თასზე”, გოლი რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა, გოლი, რომლის შემდეგაც ყველამ იფიქრა, რომ მარადონას ღირსეული შემცვლელი გამოუჩნდა, ძნელი გამოსაცნობი არ არის, რა გოლსაც ვგგულისხმობ. აქვე ვისარგებლებ ამ შემთხვევით და შემოგთავაზებთ ამ გოლის ამსახველ ვიდეოს:
[media=http://www.youtube.com/watch?v=hokq-7olthE]



