workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ატლეტიკო”-“ბარსელონას” მსაჯის ვინაობა ცნობილია

“ატლეტიკო”-“ბარსელონას” მსაჯის ვინაობა ცნობილია

რამდენიმე საათის წინ დადასტურდა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც შაბათს “ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” დაპირისპირებას განსჯის.

ეს ადამიანი ხესუს ხილ მანსანოა – რეფერი, რომელმაც მეხუთე ტურში, “ჟირონასთან” კლემან ლანგლე გააძევა.

ასევე, მანსანოს “ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” შეხვედრა აქამდე ორჯერ წაუყვანია. გასულ სეზონში, “კამპ ნოუზე” ჩატარებულ მატჩში, რომელიც მესის ჯარიმით კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა, მთავარი არბიტრი სწორედ ის გახლდათ. ასევე, ამ გუნდების შარშანწინდელ დაპირისპირებაში, როცა კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის მატჩში (1-1) მან სერჟი რობერტო, იანიკ ფერეირა კარასკო და ლუის სუარესი გააძევა, ეს უკანასკნელი კი საკმაოდ საკამათო მომენტი იყო და განხილვის საგანიც გახდა.

მიმდინარე სეზონში მანსანომ “ატლეტიკოს” კიდევ ერთი შეხვედრა განსაჯა – “ვალენსიასთან”, “მესტალიაზე”, რომელიც ფრედ 1-1 დასრულდა.

მიმდინარე სეზონში კატალონიელები ლა ლიგას 12 მატჩში 7 მოგებით, 3 ფრითა და 2 წაგებით ლიდერობენ, ხოლო მადრიდელები 6 მოგებით, 5 ფრით და 1 წაგებით მესამე პოზიციაზე არიან, აღსანიშნავია, რომ წელს მათ სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნულა, იან ობლაკის კარში კი ერთხელ დაინიშნა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • კატო
    schedule 20 ნოე 2018, 10:44
    #3

    აბა დაგვრხევია და ეგ არის!

  • MARI=BARCA-fan
    schedule 20 ნოე 2018, 10:28
    #2

    ციტატა: ferreira10
    აბა წამოვიდა წითლები.


    მაგას ერთხელაც იქნება და მოხვდება სუარესის "მარჯვენა" (ფეხი) ცხვირში.. smile smile laughing

  • geniosi
    schedule 20 ნოე 2018, 06:26
    #1

    De jong de Ligti daidos zamtarshii da Timo Wernerii gvinda kide Suaresisnshemcvlelad <3