”ბარსელონას” არგენტინელ თავდამსხმელს, ლიონელ მესის იმედი აქვს, რომ კატალონიელები კვლავ მოიპოვებენ გამარჯვებას ჩემპიონთა ლიგაში, იტყობინება ”მარკა”.
არგენტინის ნაკრების ფეხბურთელს თავისი მოსაზრება აქვს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფავორიტების შესახებ.
”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობას. ჩვენ შევძელით მერვედ-ფინალში ლონდონის ”არსენალის” დამარცხება, რაც ძალიან რთული იყო. ამ გამარჯვებამ მოგვიტანა დამატებითი ძალები და საკუთარი თავის რწმენა. ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი პრეტენდენტები არიან ”ბარსელონა” , მადრიდის ”რეალი” და ლონდონის ”ჩელსი”.” – განაცხადა ლიონელ მესიმ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედ-ფინალურ შეხვედრაში ლიონელ მესიმ დუბლი გაიფორმა. პირველად მან ლონდონელების კარი შესანიშნავი დარტყმის შედეგად აიღო. ხოლო მეორედ ლეომ თერთმეტ-მეტრიანი დარტყმა შეასრულა.


