workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მსოფლიო კლასის ვარსკვლავები მხარს უჭერენ აბიდალს

მსოფლიო კლასის ვარსკვლავები მხარს უჭერენ აბიდალს

მას შემდეგ რაც გავრცელდა საკმაოდ სამწუხარო ინფორმაცია კატალონიის “ბარსელონას” ფრანგი მცველის, ერიკ აბიდალის შესახებ, რამდენიმე ცნობილმა ფეხბურთელმა მწუხარება გამოთქვა ამის გამო. მოგეხსენებათ აბიდალს ღვიძლზე სიმსივნე აღმოაჩნდა და პარასკევს, ბარსელონას ერთ–ერთ კლინიკაში ოპერაციას გაუკეთებენ.

კაკა: ” ღმერთო ჩემო, რა სამწუხარო ამბავია… ჩენ ვილოცებთ მისთის. არ მოიწყინო ერიკ.”

ანდრეს ინიესტა: ” მე მსურს, რომ ჩემი დიდი სიყვარული და მხარდაჭერა გამოვუცხადო აბიდალს. ყველაფერი კარგად იქნება, რადგანც ის იმსახურებს ამას.”

კარლეს პუიოლი: ” არ მოიწყინო აბი! ჩვენ ყველა შენთან ვართ. შენ ძლიერი ხარ და დაამარცხებ ამ დაავადებას.”

ხერარდ პიკე: ” ჩვენ ყველანაირად მხარს გიჭერთ აბი! შენ გამოჯანმრთელდები.

ადრიანო კორეია: ” აბი, ჩენ შენთან ვართ! მე ვფიქრობ, რომ შენ დააამარცხებ ამ სენს, იმიტომ რომ შენ ძალიან ძლიერი ხარ.”

ცესკ ფაბრეგასი:” ჩვენ მხარს ვუჭერთ აბიდალს. ეს ფეხბურთისთის, ძალიან სამწუხარო ამბავია.”

ანდრეს პალოპი:” ერიკ, ჩვენ გავიმარჯვებთ. არ დაკარგო იმედი.”

ჯუზეპე როსი: ” ასეთ მომენტში ჩვენ ადამიანები ვართ და არა გულშემატკივრები. ვარსკვლავი არ დაკარგავს იმედს.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward