“ბარსელონას” კაპიტნის ლეგენდარული თანაგუნდელი, ჩავი ერნანდესი მიიჩნევს, რომ ლეო მესის უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ არაერთი წლის განმავლობაში შეუძლია.
“ხანდახან ვფიქრობ, რომ მას 38, 39, ან თუნდაც 40 წლამდე შეუძლია თამაში. ამისთვის მას სულ მცირე შრომა სჭირდება.
რას კარგავ, როცა ასაკი გემატება? ტემპს? სამაგიეროდ, მესი მენტალურ სისწრაფეს არასდროს დაკარგავს. ის შეუდარებელია”. – აცხადებს ის.
თავად ჩავიმ იგივეს გაკეთება არ მოისურვა და “ბარსადან” 35 წლის ასაკში აღმოსავლეთში წავიდა, სადაც, სხვა ფეხბურთელებთან შედარებით თავის გამოჩენა ასეთი ნიჭის მქონე ადამიანისთვის უბრალო ამბავია. თუნდაც 40 წლამდე.
მესი კი, თუ ერნანდესის სიტყვები ახდა, იმედია, ამ წლებს მხოლოდ “ბარსას” კაპიტნის რანგში გაატარებს.




მესის ასაკი არ ეტყობა მაინც მაგარ ფორმაშია მუდმივად
ხავისაც თავისუფლად შეეძლო კიდე ყოფნა ბარსაში, ვალვერდე გამოიყენებდა მაგრად ანგარიშის შენარჩუნებაზე რო ჩალიჩობს, ხავიზე უკეთ ვინ დაიჭერდა ბურთს
40 წლამდე თავისუფლად გაქაცავს , უფრო ცენტრალურ ნახევარმცველზე თუ გადაინაცვლებს რადგან ალბათ სისწრაფეს დაკარგავს და სტამინა დაუდაბლდება , მთლად 90 წუთი არამგონია მაგრამ 55 უნდა გაქაჩოს 37 წლის მერე , მარა ვნახოთ ,ეჰ რონის ფიზ მონაცემები რომ ჰქონდეს კარგა ხანი გაქაჩავდა კიდე , ისეთი ნიჭი აქვს მესის უბრალოდ რომ საცოდაობაა რომ მისი გამოვლენის შანსი მოედანზე რამოდენიმე წელში აღარ შეეძლება
რაც მეტი, მით უკეთესი. ეგ 9 წელიც ცოტაა ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ყველა ნამდვილი ფეხბურთის გულშემატკივრისთვის.ასეთი დონის ფეხბურთელი დაიბადება ნეტავ ოდესმე? რაც მთავარია ტრამვა არ მიიგოს სერიოზული და მჯერა მართლა გაქაჩავს 40 წლამდე.
ლეგენდები