ანდონი სუბისარეტამ პუბლიკას ამცნო, რომ “ბარსა ბ”–ს მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს…
“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ფეხბურთის საკითხში, ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ “ბარსას” მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე თავის თანამდებობას სეზონის ბოლოს დატოვებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ მწვრთნელმა გუნდს კვირას ამცნო. სუბისარეტასთან ერთად ჟურნალისტებთან ტონი ფრეიხამაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ლუისი გრნობს, რომ კარიერის ამ ნაწილში მან ყველაფერი დაასრულა და რომ ახლა იგი ახალი თავგადასავლებისთვის ემზადება.
ახლა ხელძღვანელობა შეეცდება 2011/12 წლების სეზონისთვის “ბარსა ბ”–ს საუკეთესო მწვრთნელი შეურჩიოს. სეზონის დასრულებამდე ცოტა მატჩიღა რჩება ჩასატარებელი. უკვე 29 ტურმა განვლო, ლუის ენრიკეს გუნდმა კი 47 ქულის დაგროვება მოახერხა და მეოთხე ადგილზეც ღირსეულად ბინადრობს. ასე, რომ 2011/12 წლების სეზონიდან ახალგაზრდა კატალონიელებს ახალი დამრიგებელი ეყოლებათ.



