კენი დალგლიში ემოციებს ვერ მალავდა “არსენალთან” გამართული მატჩის შემდეგ, სადაც “ბარსამ” 3:1 იმარჯვა.
ამასთან დაკავშირებით “ლივერპულის” თავკაცმა ინტერვიუ მისცა “Daily Mail”-ს: “ბარსა” მსოფლიო კლასის გუნდია, ყველამ უნდა ილოცოს, რომ მომდევნო ეტაპზე ეს კლუბი არ გადაეღობოთ გზად, თორემ მათი ტიტულის მოგების შანსები ძალიან შემცირდება”.
მან ასევე ისაუბრა “ბლაუგრანას” სტილსა და სამ კატალონიელ ტალანდზე (ჩავი,მესი,ინიესტა): “ბარსას” თამაშის სტილი გასაოცარია, მათი პრინციპები ყველასათვის კარგად ნაცნობია. მე არ ვიტყვი, რომ სხვა გუნდის მესვეურებმა ამაზე თვალი უნდა დახუჭონ, პირიქთ მათ უნდა შეისწავლონ თამაშის სტილი და მაგალითი აიღონ ამ უნიკალური გუნდისგან. საინტერესო კი ისაა, რომ მიუხედავად ინდივიდუალური ტალანტებისა, FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში, ყველა ბარსელონელი იყო. ეს გუნდი დღევანდელი ფეხბურთის მეფეა”. დაასრულა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.


