ძნელია, როდესაც ხარ წარმატებული და გამოჩენილი ადამიანი. პაპარაცები და ჟურნალისტები ყვითელი პრესიდან სულ მუდამ დაგსდევენ იმისათვის, რომ ინტრიგული ფოტო გადაიღონ და მეორე დღეს გაზეთის მეორე გვერდზე გამოგაკრან. ასეთი შემთხვევაა პიკესთან მიმართებაშიც, თავიდან ის და შაკირა ცდილობდნენ დაემალათ თავისი ურთიერთობები, მაგრამ ახლა ყველაფერი ყველასთვის ნათელია. პიკე ერთ–ერთ ღამის კლუბში შეამჩნიეს შაკირასთან ერთად, პაპარაცებს საკმაოდ მიეცათ სალაპარაკო ამ წყვილის შესახებ.
ხერარდ პიკე რამდენიმე საღამოს განმავლობაში არ ჩანდა, მაშინ როდესაც გუნდის თავკაცმა ფეხბურთელებს დამსახურებული დასვენება მისცა, პიკემ ამით ისარგებლა და გაუჩინარდა. მაგრამ ეს გაუჩინარება ჟურნალისტებს არ გამოჰპარვიათ და დააფიქსირეს კადრი მისი და შაკირას მონაწილეობით.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თამაშებში ხერარდ პიკე ძალიან ცუდათ გამოიყურება, ძალიან ხშირად აკეთებს არაზუსტ გადაცემებს, ცდება პოზიციურად და აგებს ორთაბრძოლებს.


