მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ინდოეთში ფეხბურთის განვითარებაზე იზრუნებს

“ბარსელონა” ინდოეთში ფეხბურთის განვითარებაზე იზრუნებს

“ბარსელონას” სტრატეგიულ გეგმაში შედის კლუბის და ზოგადად ფეხბურთის პოპულარიზაცია იმ ქვეყნებში, რომელსაც ძალიან დიდი ადამიანური რესურსი აქვს, თუმცა მსოფლიოს უდიდესი ნაწილისთვის N1 სპორტის სახეობა ნაკლებადაა გავრცელებული. 

აქამდე, კატალონიელები აქცენტს აშშ-ზე აკეთებდნენ, ახლა კი მთავარი სამიზნე ინდოეთი გახდა. ქალაქ კალკუტაში “ბარსას” ყოფილი ფეხბურთელი, ხავიერ სავიოლა სხვა ლეგენდებთან ერთად ადგილობრივ გუნდთან თამაშის ჩასატარებლად (6-0) იმყოფებოდა და კომენტარი ფეხბურთის განვითარებაში “ბლაუგრანას” როლზეც გააკეთა. 

“ინდოელი ერი ყოველთვის სპორტის მოყვარული იყო, ბოლო წლებში კი, ქვეყანაში ფეხბურთი უფრო პოპულარული ხდება. აქ გახსნილ “ბარსელონას” აკადემიებში, ისევე როგორც გუნდის ყველა სხვა სკოლაში, სწავლება განსაკუთრებული მეთოდებით მიმდინარეობს, ამის დახმარებით კი, ინდოეთს აქვს პოტენციალი, ერთ-ერთი წამყვანი საფეხბურთო სახელმწიფო გახდეს”. 

სავიოლა დელის კატალონიურ აკადემიასაც ეწვია. მისი ვიზიტის დროს, საფუძველი ახალგაზრდულ ტურნირსაც ჩაეყარა, რომლის საშუალებით ბავშვები, რომლებიც ქუჩაში იზრდებიან, დროს ორგანიზებულ აქტივობებს დაუთმობენ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • sergio busquets5
    schedule 02 ოქტ 2018, 17:53

    რა კაი იქნება თბილისშიც რომ გახსნან

  • SHOTAMESSI10
    schedule 02 ოქტ 2018, 17:14

    კარგია