ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა მოახლოებული აზიური ტურისთვის ფეხბურთელები გამოიძახა. გასაკვირი არაა, რომ განაცხადში “ბარსელონას” ერთ-ერთი ლიდერი, ლუის სუარესიც მოხვდა.
სამხრეთ ამერიკელები მომდევნო სანაკრებო პაუზის დროს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. 12 ოქტომბერს გუნდი სეულს ესტუმრება და სამხრეთ კორეის ნაკრებს შეხვდება, 16 ოქტომბერს კი საიტამაში იაპონიას დაუპირისპირდება.




ტრავმა არ მიიღო
ისეა გამძორებული რომც მოინდომოს ვეღარ დარბის
წარმატებები სუა
ძაღლი შინ არ ვარგოდა-ო და სანადიროდ გარბოდაო, დაეგდოს აქ და მესის პასებზე კარში დარტყმაში ივარჯიშოს, თორემ დაემსგავსა იგუაინს.