დღეს, “ბარსელონამ” სან სებასტიანში გამგზავრებამდე ბოლო სავარჯიშო სესია გამართა. ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში ორი ბრაზილიელი ფეხბურთელი დაბრუნდა: ფილიპე კოუტინიო და არტური ბარსელონაში ნაკრებთან ერთად ჩატარებული მატჩების შემდეგ ჩავიდნენ. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრაზილიელს, მალკომს, ის აღდგენითი პროცესის გავლას აგრძელებს და ჯერჯერობით თამაშისთვის მზად არაა.
ძირითადი გუნდის ფეხბურთელებს “სიუტატ ესპორტივაზე” “ბარსა ბ”-ს მეკარე, ჟოკინ ესკიეტაც შეუერთდათ.
ვარჯიშის შემდეგ, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრის განაცხადი დაასახელა. “სოსიედადთან” მატჩი ხვალ, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.
![ბოლო ვარჯიში ბასკეთში გამგზავრებამდე [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2018/09/1536924882_b.jpg)



Au pike ra teknikuria zogjer xo marto me vamchnev
წარმატებები ბიჭებო