“ბარსელონა” საულით დაინტერესდა

“ბარსელონა” საულით დაინტერესდა

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის “ბარსელონამ” თვალი მადრიდის “ატლეტიკოს” ერთ-ერთ ლიდერს, საულ ნიგესს დაადგა.

23 წლის ნახევარმცველი მარიდულ გუნდში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა Mundo Deportivo-ს ცნობით, საულის მიერ ესპანეთის ნაკრებში ამ თვეში ნაჩვენებმა ბრწყინვალე თამაშმა კატალონიელთა მხრიდან ფეხბურთელით ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.

საულის კატალონიურ კლუბში ტრანსფერი მრავალ პრობლემასთანაა დაკავშირებული, თუმცა მათგან ყველაზე მთავარი ესპანელი შუახაზელის გამოსასყიდი თანხაა, რომელიც 134 მილიონ ევროს შეადგენს. “ბარსელონაში” ეჭვობენ, ღირს თუ არა ნიგესი ამხელა თანხა.

გავრცელებული ცნობებით, კატალონიელები საულის თამაშს კიდევ დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას მომდევნო ზაფხულში მიიღებენ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • .Gladiator.
    schedule 14 სექ 2018, 00:00

    რაბიოს ეს ჯობს ბევრად
    მოკლედ მომავალ ზაფხულში რაკიტიჩი წავა დიდი ალბათობით და მეეჭვება არტური განიხილებოდეს მის შემცვლელად

  • m0nk
    schedule 13 სექ 2018, 23:32

    Adrec iyo amaze saubari da ufro realuri iyo gansaxorcieleblad.. dghes chemi azrit barcelonastvis amaze uketesi alternativa ar moidzebneba, prosta didi albatoba ar aris moyvanis. vinmeshi tu girs 135 milionis gadaxda Sauli nagdad aris eg vinme 🙂 mara vfiqrob daagviana cota barcelonam 🙂

  • MAYER
    schedule 13 სექ 2018, 22:21

    პოგბას სჯობს ათასჯერ თუ ნახევარმცველი მოდის ეს უნდა მოვიდეს და არა მძორი პოგბა

  • „Més que un club“
    schedule 13 სექ 2018, 21:52

    კი კარგ გუნდშია ატლეტიკოს სახით მაგრამ შეთავაზება რომ მიიღოს, როგორ უნდა უთხრას უარის ბარსელონას, მაგრამ ალბათ ასე მოიქცევა

  • Sigur Rós
    schedule 13 სექ 2018, 21:49

    ძალიან კარგი ბიჭია, მარა ახლა არ გვჭირდება არანაირად. და მაგასაც რო თავი დავანებოთ, 35282 წლამდე აქვს კონტრაქტი გახანგრძლივებული და არავინ გამოგვატანს. 134მლნ ძალიან ბევრია და ბარემ პოგბა იხვეწება წამოსვლას და ის ვიყიდოთ.