მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-უესკა: პრევიუ

ლა ლიგის მე-3 ტურში, “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “უესკას” მიიღებს. წარმოგიდგენთ შეხვედრის სტატისტიკურ პრევიუს. 

სავარაუდო შემადგენლობები

დანაკლისი

ბარსელონა: სერჟი სამპერი, დენის სუარესი, იასპერ სილესენი (საეჭვო);

უესკა: არავინ. 

გუნდების სიახლეები

– სავარაუდოა, რომ ერნესტო ვალვერდე იმ შემადგენლობას გამოიყენებს, რომლითაც წინა ტურში “ვალიადოლიდი” (გაჭირვებით) დაამარცხა;

– უსმან დემბელე მარცხენა ფლანგზე ითამაშებს, ფილიპე კოუტინიო კი ცენტრისკენ გადაინაცვლებს;

– დაცვის ხაზი, რომელსაც გოლი ჯერ არ გაუშვია, უცვლელი დარჩება;

– ვალვერდეს მსგავსად, ტაქტიკას, რომელიც ამართლებს, არც “უესკას” მწვრთნელი, ლეო ფრანკო შეცვლის. 

ფაქტები

– ბოლო 32 საშინაო შეხვედრიდან, “ბარსამ” 29 მოიგო და ყველა მათგანში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა;

– ბოლო 3 მატჩის განმავლობაში, კატალონიელები პირველ ტაიმს ფრედ ამთავრებენ, მეორეს კი იგებენ;

– “ბარსელონა” ზედიზედ 3 თამაშია, კარს მშრალად ინახავს. 

– საწყის ორ ტურში არცერთი გუნდი არ დამარცხებულა. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ორივე მატჩი მოიგო, “უესკამ” კი ერთი მოიგო, ერთიც ფრედ ითამაშა. 

ურთიერთშეხვედრები

“ბარსა” “უესკას” 2014 წელს, კოპა დელ რეიზე შეხვდა და ორი მატჩის ჯამში 12-1 (4-0, 8-1) დაამარცხა. 

პროგნოზი (WhoScored)

“ბარსელონას” ბურთის ფლობაში დიდი უპირატესობა ექნება და მეტოქის ნახევარზე დომინირებას შეძლებს;

სავარაუდო ანგარიში: 3-1

– 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (8)

  • მხოლოდ ბარსა
    schedule 02 სექ 2018, 20:55

    Universlaze ganmeoreba rodis midis

  • lurjibroweuli
    schedule 02 სექ 2018, 20:36

    ციტატა: Bus-5-quets
    კარი მშრალად უნდა შევინახოთ

    4-0


    უეჭველი 😀 უკვე დაასველეს კარი

  • Bus-5-quets
    schedule 02 სექ 2018, 19:12

    კარი მშრალად უნდა შევინახოთ

    4-0

  • Bero10
    schedule 02 სექ 2018, 18:28

    Imeidia gols ro gavitant valverde dacvashi ardaayenebs yvelas sm0vida egeti tamasho yelshi aruxdeba barsas egeti tamashi

  • ѕυperѕтαr
    schedule 02 სექ 2018, 16:32

    კარგია Wings მსგავსი სახის პრევიუები კარგი იქნება ყოველი თამაშის წინ.

  • PC7
    schedule 02 სექ 2018, 15:41

    რობერტო შემაძულეს იმანე რაა ტიპის ატანა აღარამაქ

  • nika 54
    schedule 02 სექ 2018, 15:31

    და რატო 3-1, ის ერთი ბურთი საიდან მოვა შეპირდა ბარსა?

  • lurjibroweuli
    schedule 02 სექ 2018, 15:11

    იმედია არ გამართლდება თქვენი ვარაუდი და მალკომს შანსს მიცემს ვალვერდე. ასეთ შეხვედრებში თუ არა აბა სად უნდა მიეცეს სათამაშო დრო. ბევრად მოტივირებული იქნება ის ვიდრე თუნდაც სუარესი.