გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონას” მეტოქეები “ტოტენჰემი”, პსვ და “ინტერი” იქნებიან. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ამ კლუბების შესახებ.
ტოტენჰემი
პრემიერ ლიგა 2017/18: მე-3 ადგილი
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
ბოლო გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაზე: წინა სეზონში, “ტოტენჰემი” 1/8 ფინალურ ეტაპზე “იუვენტუსმა” ორი მატჩის ჯამში 4-3 დაამარცხა (იქამდე, ტურინელებმა “ბარსას” ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს).

საკლუბო სეზონის დაწყებამდე, ლონდონური გუნდის ფეხბურთელებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს: ჰარი კეინი მსოფლიოს თასის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, უგო ლორისი – ჩემპიონი, დელე ალიმ, კრისტიან ერიკსენმა და ჰონგ-მინ სონმა კი, სხვებთან ერთად, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.
“ტოტენჰემი” ერთადერთი ინგლისური კლუბია, რომელმაც ზაფხულში ფეხბურთელი არ დაიმატა.
ფეხბურთელები, რომლებსაც “ბარსელონასა” და “ტოტენჰემში” უთამაშიათ: ლინეკერი, არჩიბალდი, ჯოვანი დოს სანტოსი, გუდიონსენი, ნაიმი და პაულინიო.
გუნდები ბოლოს ერთმანეთს აშშ-ში შეხვდნენ და მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.
პსვ

ერედივიზიონი 2017/18: პირველი ადგილი
მწვრთნელი: მარკ ვან ბომელი
ბოლო გამოსვლა ლიგაზე: 2016/17 სეზონში, გუნდმა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა.

“ბარსელონაში” ყოფნის დროს, ეინდჰოვენის დამრიგებელმა ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.
ფეხბურთელები, რომლებსაც “ბარსაში” და პსვ-ში უთამაშიათ: რონალდო, რომარიო, კოკუ, პოპესკუ, კუმანი, ვან ბომელი და იბრაჰიმ აფელაი.
ჰოლანდიელების ჯგუფურ ეტაპზე გასვლაში დიდი როლი ირვინგ ლოსანომ ითამაშა, რომელსაც “ბარსელონა” აკვირდებოდა. მექსიკელი ფეხბურთელი მალე სათამაშო პრაქტიკას “კამპ ნოუზეც” მიიღებს.
ინტერი

სერია ა 2017/18: მეოთხე ადგილი
მწვრთნელი: ლუჩიანო სპალეტი
ბოლო გამოსვლა ლიგაზე: 2011/12 წლების სეზონში, მილანელები 1/8 ფინალში გავიდნენ.
ფეხბურთელები, რომლებსაც “ბარსელონასა” და “ინტერში” უთამაშიათ: ტიაგო მოტა, ეტო’ო, რაფინია, იბრაჰიმოვიჩი, ფილიპე კოუტინიო.
2010 წელს, კატალონიელები “ნერაძურის” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დაუპირისპირდნენ. იტალიაში გამართული მატჩი “ბარსელონას” გოლით დაიწყო, მაგრამ მასპინძლებმა თამაშის ბედის შემოტრიალება და 3-1 მოგება მოახერხეს. “კამპ ნოუზე”, “ბარსამ” 1-0 მოიგო, მაგრამ ეს ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ასე რომ, “ბლაუგრანას” ძველი ანგარიშები აქვს გასასწორებელი.
ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე, 18 სექტემბერს, პსვ-ს წინააღმდეგ გამართავს.
ინტერთან შურის ძიების დროა
არა აქვს, მაგრამ იმედია წელს გაუტანს და თან რამოდენიმეს (მაგ: 2-3)
მინიმუმ არცერთი წაგება
ყველა უნდა მოვიგოოთ