კლუბი თანაგრძნობას უცხადებს თავის წევრ და მხარდამჭერ კლუბებს იაპონიაში, რომელთაც 8.9 ბალიანი მიწისძვრა დაატყდათ თავს. მიწისძვრის შედეგად დაიღუპა და დაშავდა უამრავი ადამიანი.
ს.კ. ბარსელონა სოლიდარობას უცხადებს დღევანდელი ტრაგედიის გამო იაპონიას. ეს არის ქვეყანა, სადაც კლუბს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის გულშემატკივარი ჰყავს და პირველმა გუნდმაც რამდენჯერმე იმოგზაურა ბოლო წლებში. იაპონიაში არის “ბარსას” მხარდამჭერთა 2 კლუბი: “Sol Naixent” და “Penya Japan”, ორივე ქალაქ ტოკიოშია. სოციალური კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენელი, ხოსეპ მარია ბარნილსი დაუკავშირდა ორივე კლუბს გასამხნევებლად და მათი მდგომარეობის გასაგებად.
“ბარსელონას” იაპონური საფეხბურთო აკადემია, რომელიც მდებარეობს ფუკუოკასთან, ქვეყნის სამხრეთ–დასავლეთით, გადაურჩა ამ საზარელ კატაკლიზმას. აკადემიის ტექნიკურმა დირექტორმა, ივან პალანკომ მოახრეხა და პარასკევს დაუკავშირდა “ბარსელონას”. სპორტული სკოლების დირექტორმა, ჩევი მარსემ განაცხადა, რომ: “პალანკო, მწვრთნელები და ბავშვები, კლუბში შესანიშნავად გრძნობენ თავს”. მარსე 1 კვირის წინ იმყოფებოდა პალანკოსთან ტოკიოში, თუმცა გამოასწრო ამ უბედურ შემთხვევას.
ფუკუოკაში “ბარსელონას” 300 მოსწავლე ჰყავს. ისინი ცხოვრობენ და ვარჯიშობენ იქ, როგორც საერთაშორისო სკოლებში ხდება. სწორედ ამ მეთოდს მიჰყვება “ბარსა”. იაპონია მსოფლიოში მეორეა “ბლაუგრანას” ფანების სიმრავლით. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანია კლუბისთვის.
P.S. ქართველების სახელით მეც ვუსამძიმრებ იაპონიას ამ საშინელ მიწისძვრას !…