“უკვე დიდი ხანია “ბარსელონა” საქველმოქმედო საქმეს სჩადის და ჩემი აზრით, კატალონიელებს ძალიან ბევრმა კლუბმა უნდა მიჰბაძოს.” – განაცხადა კოტ-დივუარელმა ბარსელონაში ყოფნის დროს, სადაც იგი მონაწილეობას იღებდა გლობალურ სპორტულ ფორუმში(GSFB). მის გარდა ამ ღონისძიებას თითქმის ყველა სპორტის ღირსეული წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფრიკელი ფეხბურთელისთვის კატალონიური კლუბის მიერ გადადგმული ნაბიჯი სამაგალითოა. “ბარსელონას” მაისურზე აწერია ამ საქველმოქმედო ორგანიზაციის სახელი, თუმცა გამომუშავებულ თანხას ისევ “UNICEF”-ს უბრუნებს. “ეს არის დემოსტრირება იმისა, თუ რა სარგებლობა შეიძლება მოიტანოს ამ სპორტმა და ეს ძალიან კარგია, რადგან თითოეული მატჩი, რომელშიც “ბარსა” იღებს მონაწილეობას, საქველმოქმედო ღონისძიების სახეს იღებს.”
უკვე გადაწყვეტილია, რომ მომავალი სეზონიდან კატალონიელები რეკლამირებას “Qatar Foundation”-ს გაუწევს. მიუხედავად ამისა, “UNICEF”-ის ლოგო არ გაქრება მაისურიდან, თუმცა უფრო დაფარულ და შეუმჩნევ ადგილს დაიკავებს, სავარაუდოდ მაისურის უკანა მხარეს, ზურგის არეში.
მიუხედავად დიდი სიმპატიებისა, აფრიკელმა ფეხბურთელმა თავი აარიდა მასსა და ამ კლუბს შორის რაიმე კავშირზე საუბარს და ლაპარაკი მიმდინარე ღონისძიებაზე გააგრძელა: “ამ ქალაქში ყოველთვის დიდი სიამოვნებით ჩამოვალ და დავესწრები ასეთი სახის ყველა ღონისძიებას.”
დროგბამ ასევე ისაუბრა თავისი თანაგუნდელის, კოლო ტურეს შესახებ, რომელმაც დოპინგ-კონტროლი ვერ გაიარა მანჩესტერული დერბის შემდეგ: “ახლა მას ძალიან უჭირს. კოლო ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. ასეთი შემთხვევა ჩვენს ნაკრებზეც უარყოფითად იმოქმედებს. მიუხედავად ამ გაუგებრობისა, დარწმუნებული ვარ, რომ ტურეს პროფესიონალიზმში ეჭვი არავის არ შეეპარება. მე მინდა მას სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო.”
დიდიეს განცხადებით, როდესაც ბოლოჯერ ესაუბრა მის თანაგუნდელს, იგი ძალიან ცუდ ხასიათზე იყო, მაგრამ ასევე დასძინა, რომ ეს სავსებით ნორმალურია.
თავდამსხმელმა ასევე სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ იგი ყველანაირად დაეხმარება აფრიკის ღარიბ მოსახლეობას. 2007 წელს ეს ფეხბურთელი “UNDP”-ს საპატიო ელჩად დაინიშნა.

