თითქმის 3-თვიანი პაუზის შემდეგ, შაბათს, “ბარსელონა” ლა ლიგას დაუბრუნდება. საინტერესოა, როგორი შემადგენლობით წარსდგება კატალონიური გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის 2018/19 წლების სეზონის პირველ მატჩში.
მიმდინარე ზაფხული ერნესტო ვალვერდეს გუნდისთვის საკმაოდ მრავალფეროვანია. ბევრი ფეხბურთელი მოვიდა, ბევრიც კი – წავიდა.
მოდით, განვიხილოთ კატალონიელთა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა:
დაცვა
ეჭვგარეშეა, რომ “ბარსელონას” კარს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაიცავს, დაცვის მარჯვენა ფლანგზე კი, ალბათ, ნელსონ სემედუს უნდა ველოდოთ.
დაცვის ცენტრში ჟერარ პიკეს სამუელ უმტიტი ან კლემან ლანგლე შეუწყვილდება. უმტიტი ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა და გუნდს გვიან დაუბრუნდა. ბუნებრივია, რომ მას მოსამზადებლად ცოტა მეტი დრო დასჭირდეს.
რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, ამ პოზიციას ჟორდი ალბა დაიკავებს, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ჟუან მირანდა, რომელსაც პირველ გუნდთან ვარჯიშებისა და “ბოკა ხუნიორსთან” თამაშის შემდეგ დიდი იმედები მიეცა.
ნახევარდაცვა
ლა ლიგის სადებიუტო მატჩში ძალაინ საინტერესო იქნება ახალწვეულების, არტურისა და არტურო ვიდალის ხილვა. ასევე საინტერესოა, ვალვერდე კვლავ 4-4-2 სქემით ითამაშებს, თუ 4-3-3 სქემას დაუბრუნდება.
სავარაუდოდ, ძირითადში ფილიპე კოუტინიო იქნება, რომელსაც, დიდი ალბათობით, პარტნიორობას სერხიო ბუსკეტსი და ივან რაკიტიჩი გაუწევენ, თუმცა გამორიცხული არაა ახალწვეულების თამაში. გარდა ამისა, წინასასეზონო მზადების დროს თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა რაფინიამაც.
თავდასხმა
საინტერესოა, სასტარტოში ითამაშებს თუ არა უსმან დემბელე. ფრანგმა შემტევმა ესპანეთის სუპერ თასზე “სევილიას” ბრწყინავლე გოლი გაუტანა, რამაც მისი პოზიციები გუნდში საგრძნობლად გაამყარა.
ძალიან კარგად გამოიყურება ახალწვეული მალკომიც, რომელმაც გამპერის თასზე “ბოკა ხუნიორსს” გაუტანა, თუმცა ის, სავარაუდოდ, სათადარიგო იქნება.
გუნდს ლიონელ მესი ულიდერებს, მას კი ლუის სუარესი დაეხმარება.
“ბარსსელონას” სავარაუდო შემადგენლობა: ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო; მესი, სუარესი, დემბელე.
დემბელე უნდა ათამაშოს და მალკონი შემოიყვანოს 70 წუთისთვის
zustad chveni sua gauyris xval alavess da dembo naxavt ager 3-1vigebt
ცაცია ა ოღონდ მარჯვენათი უკეთესად ურტყავს
ერთი ის გამაგებინეთ დემბელე ცაციაა თუ მემარჯვენე???
მეტი სიახლეები !!!
ვერ ითამაშებს ეს კაცი 4-3-3 -ით ვერა ! და არც არის გასაკრიტიკებელი მაგის გამო !!! უბრალოდ არა აქვს 4-3-3-ის რესურსი ! მაგაში ნამდვილად არ ვამტყუნებ ! …..აი რა შემადგენლობას აყენებს და შემდეგ მაგის მიხედვით ვის რის შესრულებას სთხოვს კი ბატონო მაგაზე ვიმსჯელოთ ! სამწუხაროდ ხშირად შემცდარა :((((((((((((((((((((((((((
სტეგენი
სემედო პიკე ლენგლე ალბა
ვიდალუ ბუსკეცი არტური
დემბო მესი კოუ
მე ამ შემადგელობით ვათამაშებდი