workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სავარაუდო სამეული

სავარაუდო სამეული

“შახტარი”, “ტოტენჰემი” და “შალკე” ის გუნდებია, რომლებმაც 1/8 ფინალური ეტაპისთვის ხელის დაქნევა და 1/4 ფინალურ ეტაპზე გადაბიჯება მოახერხეს. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ შესაძლოა ეს ხელის დაქნევა არც ისე ტკბილი აღმოჩნდეს, რადგანაც შემდეგ ეტაპზე მათი ერთ–ერთი შესაძლო ოპონენტი კატალონიის “ბარსელონაა”…

პარასკევს, 18 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში “ბარსელონას”, “შახტარს”, “ტოტენჰემს”, “შალკესა” და კიდევ სხვა მომავალი ყოფილი “მერვედ–ფინალელ” გუნდებს 1/4 ფინალური ეტაპისთვის დააწყვილებენ. ჯერჯერობით დაწყვილების “საშიშროება” მხოლოდ “ბარსელონას”, “შახტარს”, “ტოტენჰემსა” და “შალკეს” ემუქრებათ.

“შახტარ დონეცკი” (უკრაინა): უკრაინული გუნდი “უკრაინის პრემიერ ლიგას” 55 ქულით უდგას სათავეში. იგი “დინამო კიევს” მთელი 12 ქულით უსწრებს, რაც კატალონიელებსა და “მადრიდს” შორის “მყოფ” ქულათა სხვაობაზე 5–ით მეტია. უკრაინელთა რიგებში ირიცხება დიმიტრ ჩიგრინსკიც, რომელიც შარშანდელ სეზონში “ბარსას” ღირსებას იცავდა. “შახტარმა” ჯგუფური ეტაპი 15 ქულით დაასრულა, რაც”არსენალის” (12), “ბრაგასა” (9) და “პარტიზანის” (0) მიერ დაგროვებულ ქულებზე მეტი აღმოჩნდა. სწორედ ამის გამო, უკრაინელები კატალონიის “ბარსელონას” ასცდნენ და იტალიურ “რომას” დაუპირისპირდნენ. რომაელები ორი მატჩის ჯამში ანგარიშით, 6–2 დამარცხდნენ. დონეცკელებს კი, რომაელებისგან განსხვავებით, “ბარსასთან” დაპირისპირება კვლავ ემუქრებათ…

“ტოტენჰემ ჰოტსპურსი” (ინგლისი): რედნაპის სპურსი “ჩემპიონთა ლიგაში” გაშინაურებას ცდილობს. “პრემიერ ლიგაში” ისინი საუკეთესო 4–ეულში მოსახვედრად კვლავ იბრძვიან, მაგრამ “ჩელსისა” და კიდევ სხვა 3 თანაპრემიერლიგელი გუნდის დამსახურებით, მხოლოდ მეხუთე ადგილზე იმყოფებიან. ისინი “ჩელსის” უახლოეს მდევრებად ითვლებიან. “ტოტენჰემი” “ჩელსის” მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, მაგრამ სამაგიეროდ თავიანთ უახლოეს მდევარ “ლივერპულს”, 6 ქულით უსწრებენ. ლონდონელებმა დონცეკელების მსგავსად ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. მათ 11 ქულის მოპოვება შეძლეს, რითიც “ინტერს”, “ტვენტესა” და “ვერდერს” გადაასწრეს. ლონდონელთა მხრიდან ყველაზე მეტად თავი გარეთ ბეილმა დაგვამახსოვრა, რომელმაც მათ ჯგუფში მეორე ადგილოსან გუნდს 2 ძალზედ კარგი, ხარისხიანი და სანახაობრივი გაკვეთილი ჩაუტარა. კატალონიელებს ლონდონელები 1981/82 წლებში, “თასების მფლობელთა თასის” გათამაშებაში დაუპირისპირდნენ, სადაც მარცხსაც გამოკრეს ხელი. ფინალში სიმონსენისა და კინის გოლების წყალობით კატალონიელებმა ბელგიურ “სტანდარდს” აჯობეს და შეხვედრაც 2:1 დასრულდა.

“შალკე 04” (გერმანია): გელზენკირხენელებმა ქვეყნის ჩემპიონატში ჯერჯერობით მხოლოდ მეათე ადგილისთვის მოახერხეს ხელის წამოკვრა, თუმცა ამ რთული სიტუაციისდა მიხუედავად, მათ მეოთხედ–ფინალში გასვლა მოახერხეს, სადაც მათი ერთ–ერთი შესაძლო მეტოქე კატალონიის “ბარსელონაა”. გერმანელებმა სამი ექს–მადრიდელის: რაულის, ხურადოსა და ჰუნტელაარის დახმარებით, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. მათ 13 ქულის მოპოვება შეძლეს და ამიტომაც მათი თანაჯგუფელი “ლიონისგან” განსხვავებით, რომელიც “რეალ მადრიდს” უპირისპირდება, “ვალენსიას” შეხვდნენ და მეოთხედ–ფინალის საგზურის მოპოვებაც შეძლეს. კატალონიელები “ევრო–ტურნირებზე” გერმანელებს 3 წლის წინ, ასევე “ჩემპიონთა ლიგის” 1/4 ფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. გელზენკირხენში, ბოიანის მიერ გატანილი გოლი გადამწყვეტი გამოდგა.

როგორც ხედავთ, სამი სავარაუდო მეტოქე უკვე გამორკვეულია. ახლა კიდევ 4 სავარაუდოს დროა. შეგახსენებთ, რომ მომავალ კვირას ერთმანეთის წინაშე “რეალ მადრიდი” & “ლიონი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” & “მარსელი”, “ჩელსი” & “კოპენჰაგენი” და “ბაიერნი” & “ინტერი” წარსდგებიან. ასე, რომ არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ 1/4 ფინალში კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება და თქვენ წარმოიდგინეთ და არც “ბარსელონაა” დაზღვეული იმისგან, რომ მომავალ ეტაპზე “შახტარი”, “ტოტენჰემი”, “შალკე”, ან კიდევ რომელიმე სხვა მომავალი ყოფილი 1/4 ფინალელი გუნდი არ დაუპირისპირდებათ…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში