არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, კლაუდიო ტაპიამ დაადასტურა, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე “ბარსელონას” ლეგენდის, პეპ გვარდიოლას დანიშვნას იგეგმებოდა, მაგრამ, მათი ფინანსების გათვალისწინებით, ეს წარმოუდგენელი იყო.
“გვარდიოლასთან დაკავშირებით მცდელობა გვქონდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან რთული, მეტიც, შეუძლებელი იყო. გავარკვიეთ, რომ ასეთი სპეციალისტის მოსაყვანად უზარმაზარი ოდენობის თანხა გჭირდება, ჩვენ კი ამის საშუალება არ გვქონდა, ყველა რესურსი ნაღდ ფულადაც რომ გვექცია”.
ასე რომ, არგენტინელებს “მანჩესტერ სიტის” მფლობელების მოსახიბლად საკმარისი თანხა არ აღმოაჩნდათ და ლიონელ მესის და გვარდიოლას ძალების ხელახლა გაერთიანება ვერ მოხერხდა.




არადა ასეთი მწვრთნელი დახატავდა არგენტინას
პოგბას ცოცხალი თავით არ გამოუშვებენ ამ ზაფხულს. ზამთარში არის შანსი. ძაან მიდა პეპის დაბრუნება, ნებისმიერ პოზიციაზე <3
უკმაყოფილო იქნება მარა სამწუხაროდ ვერაფერს იზამს, და მანჩესტერი გუნდის ბირთვს დახურულ ფანჯარაზე არანაირ ფასად არ გამოუშვებს
სკაი სპორტმა პოგბა უკმაყოფილოაოდა ბარსას დრო აქვს 31 აგვისტომდეო ანუ კიდე შეიძლება რამე გამოვიდეს მემგონი ვნახოთ ეჭვი მეპარება მარა
რავი სიმართლე გითხრა მეეჭვება. ჩვენთანაც ხო ნახე ყველას რო ეგონა 20 წელი დარჩებოდა და ახალი ფერჯი იქნებოდა დაადო თავი და წავიდა. ეხლაც წავა მგონია უახლოეს 2 წელში. სანამ მუშაობს მაგის იდეები რატო წავა და როგორც კი რამეს იგრძნობს ეგრევე წავა. იტალია დარჩა და იქაც იმუშავებს ალბათ, რომაში მაგალIთად სადაც ფეხბურთელობის დროსაც თამაშობდა. იქაც ცდის ძალებს და ნათქვამი აქვს რო კარიერას მალე დაასრულებს და მერე სპორტულ დირექტორად ან რამე ეგეთად იმუშავებს. მე ეგრე წავიკითხე ყოველ შემთხვევაში. არაა პეპი ერთ ადგილზე დიდი ხნით გამჩერებელი. არ გამიკვირდება რამდენიმე წლის მერე აიასშიც წავიდეს და კრუიფის პონტში იქაც აათამაშოს ბიჭები. ვნახოთ აბა რა იქნება. ნაკრების ჩაბარება ჯერ ჯერობით მეეჭვება ცოტა ასაკშI რო შევა მერე
გაუმარჯოს ამ თემას არ ეხება მარა ძმურა რა თუ იცით ვინმემ ახალი მუშა ლინკი რომლიდანაც გადმოვწერ განახლებულ პატჩს ამ სეზონზე ყველაფერი შეცვლილი რო იყოს პეს 13 არგაატაროთ რა <3
მიდით ბიჭებო მთელი გული და სული უნდა ჩადოთ ხვალე რო სეზონი საკაიფოდ დავიწყოთ
კარგად ჩაყევი სიახლეებს აბა
ფულის კაცია და მაგიტო არ მოვა პეპი
პიკეზე რატო არ წერთ რამეს ? კაცმა ნაკრები დატოვა თქვენ კი არც არაფერი დაწერეთ
გვარდიოლა თუ ჩაიბარებს ესპანეთს ჩაიბარებს მაგის ალბათობაც 50 პროცენტია კლუბები უყვარს ამ კაცს ბარსაში დადო ლიგები ახლა სიტიშიც დადებს დიდი ალბათობით და მერე წავა ალბათ სხვაგან
გვარდის კლუბები უყვარს რათქმაუნდა ნაკრებში არ წავა ელოდოს 4 წელი მსოფლიოს მეტი საქმე არაქ
რა არგ. ნაკრებში გიჟი კიარაა.
ერთ ერთ ქართველ მწვრთნელს რო კითხეს საქ. ნაკრების ჩაბარებაზე, გიჟი კიარა ვარო უპასუხა :დ :დ ეგ ვარიანტია.
გვარდიოლა სიტის სანამ ლიგას არ მოაგებინებს იქამდე არ მგონია რომ ნაკრების გაწვრთნაზე იფიქროს
აუ არადა რა მაგარი იქნებოდა გვარდი მგონია რო ძაან მაგრად აათამაშებდა არგენტინას მარა ეხა ჩოლოზე უნდა იჩალიჩონ