დღეს, ინგლისში, სატრანსფერო ფანჯარა იხურება, რაც გავლენას “ბარსელონადან” წამსვლელ ფეხბურთელებზეც ახდენს.
ცნობილია, რომ პრემიერ ლიგაში გადასვლის შანსი აქვთ იერი მინიას, მარლონ სანტოსს, ანდრე გომეშსა და პაკო ალკასერს.
გთავაზობთ ინგლისური კლუბებისა და “ბარსელონას” ფეხბურთელების სატრანსფერო სიახლეებს ონლაინ რეჟიმში.
| დრო | ისტორია | წყარო |
| 20:00 |
ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა |
|
| 20:00 |
ოფიციალურად: ანდრე გომეში “ევერტონში” იჯარით წავიდა |
fcbarcelona.com |
| 19:52 |
ოფიციალურად: იერი მინა “ევერტონში” გადავიდა |
fcbarcelona.com |
| 19:15 |
ინგლისში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ზუსტად 45 წუთი დარჩა |
|
| 19:04 |
პაკო ალკასერზე არაფერი ისმის. როგორც ჩანს, ის ინგლისურ გუნდში არ გადავა |
|
| 18:58 |
იერი მინას “ევერტონის” ფეხბურთელია. დარჩენილია მხოლოდ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურება |
Sport |
| 18:51 |
მინასა და გომეშის “ევერტონში” ტრანსფერი გადაწყდა. კატალონიელები კოლუმბიელში 30+2 მილიონს მიიღებენ, ხოლო პორტუგალიელის იჯარაში – 2 მილიონს |
Cadena SER |
| 18:45 |
მარლონის “ნიუკასლში” ტრანსფერი ჩაიშალა, რადგან ბრაზილიელმა ინგლისში მუშაობის უფლება ვერ მიიღო |
Sky Sports |
| 17:06 |
“არსენალი” მზადაა უსმან დემბელეში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს |
El Periodico |
| 15:58 |
იერი მინა საავადმყოფოს დატოვების დროს შენიშნეს. სამედიცინო შემოწმება დასრულდა |
Gerard Romero |
| 15:44 |
“ევერტონი” იერი მინაში 35 მილიონ ევროს გადაიხდის |
RadioCat |
| 14:45 |
იერი მინასთან ერთად, “ევერტონში” გადასვლის წინ სამედიცინო შემოწმებას ანდრე გომეშიც გადის |
Mundo Deportivo |
| 14:43 |
“ბეტისი” მარკ კუკურელიას იჯარით დაინტერესდა |
ED |
| 14:40 |
იერი მინა, ამ წუთებში, “ევერტონში” ტრანსფერის წინ, სამედიცინო შემოწმებას გადის |
Mundo Deportivo |
| 14:28 |
“ევერტონის” წარმომადგენლები ბარსელონაში არიან და იერი მინას ტრანსფერის დასრულებას ცდილობენ |
Sky Sports |
| 14:26 |
“მანჩესტერ იუნაიტედი” ცდილობს პოლ პოგბა დარჩენაში დაითანხმოს და ფრანგს ახალ კონტრაქტს სთავაზობს |
L’Équipe |
| 14:11 |
“ბარსელონა“ პოლ პოგბასთვის ბრძოლაში არ ნებდება |
Sport |
| 14:11 |
ანდრე გომეშის იჯარით აყვანა, “ევერტონის” გარდა, “ვესტ ჰემსაც” უნდა | Sport |
| 14:11 |
პაკო ალკასერი, შესაძლოა, “უოტფორდში” გადავიდეს | Sport |
| 13:54 |
“პარი სენ-ჟრმენი” უსმან დემბელეს წარმომადგენლებს დაუკავშირდა. | Parisunited |
| 13:45 |
“ევერტონს” ადნრე გომეში უნდა, ტრანსფერის სურს ფეხბურთელსაც. მოლაპარაკებები მიმდინარეობს იჯარაზე. |
Telegraph |
| 13:36 | “ნიუკასლ იუნაიტედი”, მარლონ სანტოსის ტრანსფერის დასასრულებად, ფეხბურთელის მიერ ინგლისში მუშაობის უფლების მოპოვებას ელოდება | RAC1 |
| 13:35 | “ევერტონი” იერი მინას ტრანსფერის დასრულებასთან ძალიან ახლოსაა | Sky Sports |
მაგარია მეც ვნახე თუმცა ძალიან რთული იქნება მოურინიოს და მანიუს დაყოლიება შეიძლება კოუტინიო ან დემბელეს ტრანსფერების ისტორია პოგბასთანაც განმეორდეს :)))) მაგრამ ფული ? ! :(((((((
სად ნახეთ ეგ რო მესიმ დაურეკაო ?
Man Utd transfer news: Barcelona star Lionel Messi ‘phones’ Paul Pogba to speed up deal
BARCELONA star Lionel Messi has reportedly phoned Paul Pogba in an effort to convince him to leave Manchester United.
31 აგვისტომდე კიდევ დიდი დრო ასე, რომ პპგბას ამბები წინაა
გილოცავთ გუნდის გაწმენდას, საღოლ აბიდალს
პოგბაზე ზამთარში ვიფიქროთ
შესრულებულია 🙂
ბუსკეცი კოუტინიო რაკიტიჩი ვიდალი არტური რაფინია დენისი..პოგბა არაა ბარსას სტილის და საერთოდ რა სტილისაც არისიმ სტილშიც და იმ სქემაშიც ზედმეტად ოვერეიტედი მოთამაშეა..ყველაზე გაპიარებულია ალბათ..მაგარია მარა ორმაგად გაბუქებულია ვიდრე რეალურად არი..
კაროჩე არ გამოგვატანეს პოგბა რა :დ