ინგლისში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 24 საათზე ნაკლებია დარჩენილი და პრემიერ ლიგის გუნდები ცდილობენ ბოლო შენაძენები განახორციელონ.
ცნობილია, რომ ბრიტანული გუნდები “ბარსელონას” რამდენიმე ფეხბურთელს იწვევენ. ყველაზე მეტად “ევერტონი” აქტიურობს, რომელმაც ლუკა დინი უკვე დაიმატა და ლივერპულელები იერი მინას ტრანსფერთანაც ახლოს არიან.
RAC1-ის ცნობით, “ევერტონის” მორიგი სამიზნე ანდრე გომეშია. ადრე არსებული ცნობებით, პორტუგალიელს “ვესტ ჰემი” იწვევდა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელით სერიოზულ დაინტერესებას მხოლოდ “ევერტონი” იჩენს. Liverpool Echo კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ევერტონს” ფეხბურთელის იჯარით აყვანა უნდა.
როგორც ჩანს, დღეს, “ევერტონსა” და “ბარსელონას” შორის, ორი ფეხბურთელის ტრანსფერზე, ინტენსიური მოლაპარაკებები გაიმართება.
არც ისე სი რი კამანდაა ევერტონი ეს რომ იყიდოს. სხვა სტილის გუნდი უნდა ამ კაცს და ითამაშებს კარგად
ეს კიდე ბარსას ფეხბურთელია?:)))
ყველაზე წარმატებული ტრანსფერი გუნდისთვის ეს იქნება 😀
როგორ ოღონდ ეს წავიდეს თუ უნდათ უფასოდ წასულა ოღონდ მოშორდეს ბარსას
ამაში ფული როგორ უნდა გამოართვა ვინმეს:დდდდ
ogond waiyvanon da puls davumatebt zed