workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იერი მინას “ევერტონს” “ლიონი” ურჩევნია

იერი მინას “ევერტონს” “ლიონი” ურჩევნია

“ბარსელონას” კოლუმბიელ ცენტრალურ მცველს, იერი მინას ინგლისურ “ევერტონში” გადასვლას კარიერის ფრანგულ “ლიონში” გაგრძელება ურჩევნია.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მინასა და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონამ” “ევერტონთან” მიაღწია შეთანხმებას.

გავრცელებული ინფორმაციით, “ევერტონი” 23 წლის ფეხბურთელში 32 მილიონს იხდის, ხოლო “ლიონი” 25 მილიონსა და ბონუსებს. ბუნებრივია, “ბარსას” ინგლისური ვარიანტი ხიბლავს, მაგრამ ფეხბურთელის სიმპათიები ფრანგებისკენ იხრება. L’Equipe-ს ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ “ლიონი” ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ხოლო “ევერტონი” – არა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • SALIO
    schedule 06 აგვ 2018, 20:29
    #4

    ეს ბიჭი პრემიერ ლიგის გუნდს გამოადგება და ამ ბიჭსაც გამოადგება პრემიერ ლიგის გუნდი… ლიონი სიმპატიური გუნდია ლიგა 1-ის სხვა გუნდებთან შედარებით (ნუ მარსელიც).. მაგრამ კლასი და თამაშის ხედვა (ინტელექტი),რაც აკლია – პრემიერ ლიგაში მოემატება.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 06 აგვ 2018, 14:08
    #3

    ციტატა: ani-barca10
    თუ ეგრე უნდა ლიონში გაუშვით ნუ დახამდები ბართო 7 მილიონს :დ ისედაც მოგებაში გაყავხარ მინას ტრანსფერს :დ


    ციტატა: qechi

    უფრო ლიონში ცხოვრება ურჩევნია ლივერპულს. ევროკავშირია მაინც და ლიონში მეტი შავკანიანი ცხოვრობს რაც გაუადვილებს ცხოვრებას. ინგლისი კია დემოკრატიოლი ქვეყანა მარა თეთრკანიან გოგოს არასწორად თუ გაუღიმა მამიკოსგან ბაკალს მიიღებს თავში smiley


    შავკანიანების გამო კი არა ცივ და ნისლიან ალბიონზე ზოგადად რთულია ცხოვრება ჩასულებისთვის, განსაკუთრებით კი სიცხეს მიჩვეული სამხრეთამერიკელებისთვის.. საფრანგეთი კი მზის ქვეყანაა და ადაპტაციასაც მარტივად გაივლის..
    – ისე მენანება მინა, არ იყო გასაშვები, უმაგრესი მცველი დადგება, ლენგლე რისთვის იყიდეს საერთოდ ვერ გავიგე..თუ იყიდეს კიდევ, მაშინ ვერმალენი რიღასთვის დაიტოვეს,
    მოკლედ, უყვარს ბართოს მეორადი ხარახურის მოგროვება, მაგრამ ვეღარ ტვინავს მერე ამდენ ხლამს რა მოუხერხოს, სად ათამაშოს!
    მინასთან დაკავშირებით მაინტერესებს, ხომ უნდოდა ბართომეუს კონტრაქტში მისი უკან გამოსყიდვის პუნქტი ყოფილიყო? ამაზე აღარაფერს წერენ?

  • qechi
    schedule 06 აგვ 2018, 13:05
    #2

    ციტატა: Maradona
    თუ ეს სიმართლეა ვაი ამის პატრონს პრემიერ ლიგას ურჩევნია ლიგა 1


    უფრო ლიონში ცხოვრება ურჩევნია ლივერპულს. ევროკავშირია მაინც და ლიონში მეტი შავკანიანი ცხოვრობს რაც გაუადვილებს ცხოვრებას. ინგლისი კია დემოკრატიოლი ქვეყანა მარა თეთრკანიან გოგოს არასწორად თუ გაუღიმა მამიკოსგან ბაკალს მიიღებს თავში smiley

  • fenando torres
    schedule 06 აგვ 2018, 11:29
    #1

    Tu 32 moqvceven sadac unda iq gaushvit